ახალი ამბები
ცაიშის სკოლის ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში, სკოლის მიკროავტობუსის მძღოლს კორონავირუსი გამოუვლინდა. ინფორმაცია "ლაივპრესს" ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრი ხელმძღვანელმა კახაბერ ფარცვანიამ დაუდასტურა. მისი თქმით, ვირუსი მამაკაცს დღეს დილით დაუდასტურდა.

სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ისინი სასწავლო პროცესს დისტანციურად გააგრძელებენ.

რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ იქ, სადაც სკოლის ოთახებში მიმდინარეობს სწავლა, ხდება რეგულაციების დაცვა და ყველა საჭირო რეკომენდაციის გათვალისწინება.

"ყველა წესი და ნორმა დაცულია. წესით ვირუსი არ უნდა გავრცელდეს სხვა სკოლებში. მძღოლები ყოველ 15 დღეში ერთხელ გადიან ტესტირებას", - გვითხრა კახაბერ ფარცვანიამ.

ამბობს, რომ მისთვის უცნობია ავტობუსის მძღოლის დაინფიცირების წყარო.

უფრო ადრე, მოსწავლეების დაინფიცირების გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის, რუხის, ინგირის პირველი და დიდინეძის საჯარო სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.

გუშინ, ხობის სოფელ ქარიატას სკოლაც დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა სწავლების, რადგან სასკოლო ავტობუსის მძღოლს ვირუსი გამოუვლინდა, შემდეგ კი უკვე მის 7 კონტაქტს.

ქვეყანაში ვირუსის კიდევ 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში 6192 გამოვლენილი შემთხვევა. გამოჯანმრთლდა 796. სულ 3120 გამოჯანმრთელებული

გარდაცვლილია 37 მოქალაქე.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ფერმერები ახალი შესაძლებლობების ძიებაში
პანდემიის დროს გამოცხადებული კარანტინის გამო, ფერმერები დაზარალდნენ,
ეთნოსოფელი უცხოელი სტუმრების გარეშე
პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო მნიშვნელოვნად იზარალა
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
ფოტო
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.