სამეგრელოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევაა
სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალ კორონავირუსზე
577 პირი შეამოწმეს. მათგან ვირუსი 17-ს დაუდასტურდა. მათგან 6 ხობში
გუშინ დადასტურებული სკოლის მძღოლის ოჯახის წევრები და მეზობელია.
ამდენივე შემთხვევაა ფოთში, რომელიც ბათუმს უკავშირდება. რეგიონში
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან 5 ფოთის
მკვიდრია, ერთი კი ხობის მუნიციპალიტეტის მცხოვრები და ფოთში
მუშაობდა.
რაც შეეხება ზუგდიდს, აქ 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ერთი საზღვრისკვეთაა, 2 არასრულწლოვანია რეპეტიტორის კლასტერიდან, ერთი გამოვლინდა კარანტინში, რომელიც საკარანტინო სივრცეში საზღვრის კვეთის შედეგად მოათავსეს.
1 კი ცაიშის სკოლის ავტობუსის მძღოლია. სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, ისევე როგორც ქარიატას სკოლა ხობში.
მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
სულ რეგიონში კორონავირუსის 114 შემთხვევაა დადასტურებული. რუხის კლინიკაში 77 კოვიდპაციენტი მკურნალობს. აქედან 6-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ფოთის ჰოსპიტალში ინფიცირებულია მოთავსებული.
სულ საკარანტინე სივრცეში 176 მოქალაქეა.
გამოჯანმრთელდა 4 პირი, მათგან 3 ზუგდიდის, 1 კი ხაიშის მცხოვრები.
ქვეყანაში ვირუსის კიდევ 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში 6192 გამოვლენილი შემთხვევა. გამოჯანმრთლდა 796. სულ 3120 გამოჯანმრთელებული
გარდაცვლილია 37 მოქალაქე.