ახალი ამბები
კანონის დაცვით შეირჩა საუბნო კომისიის წევრები, რომლებიც დღეს ხელმძღვანელ პირებს თავად ირჩევენ - საოლქო
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები კანონის შესაბამისად აირჩიეს. ის დარწმუნებულია, რომ თავისმხრივ ეს პირები საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებსაც დღეს საარჩევნო კოდექსის დაცვით აირჩევენ.

მას უსაფუძვლოდ მიაჩნია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებები, თითქოს საოლქო საარჩევნო კომისია ხელმძღვანელობს მმართველი პარტიის მიერ მოწოდებული სიებით, რათა საბოლოო ჯამში საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნებისთვის“ სასურველი პირები მოხვდნენ და არჩევნები გააყალბონ.

მირანდა მესხმა „ლაივპრესთან“ საუბარში განაცხადა, რომ საოლქო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურში ყველა რეგულაცია დაიცვა და ყველა ის პირი ვისი ნათესავიც შესაძლოა ყოფილიყო ამ კონკურსში მონაწილე, არ იღებდა მონაწილეობას არც კონკრეტული აპლიკანტის და არც შესაბამისი უბნის წევრების შესარჩევ კენჭისყრაში. მირანდა მესხი დარწმუნებულია, რომ დღეს საარჩევნო უბნებზე ხელმძღვანელ პირებს - კომისიის თავმჯდომარეს, მოადგილესა და მდივანს ასევე კანონის დაცვით აირჩევენ.

„დღეს უბნებზე იმართება პირველი სხდომები სადაც ირჩევა კომისიის ხელმძღვანელი პირები. კომისიის არანაკლებ ორი წევრი ასახელებს კანდიდატურას და რამდენიც იქნება,სათითაოდ ეყრება კენჭი. ხმათა უმრავლესობით ხდება არჩევა...

რაც შეეხება მათ მიერ შემოტანილ განცხადებას, მათ ადრეც დაურთეს სია, რომ ვიღაცა ვიღაცის ნათესავია, რომ ეს იმისი მეუღლეა, ამისი დაა, პოლიციელის შვილია. მსგავსი მინაწერები ჰქონდათ. ჩვენ ვინც ავირჩიეთ კანონის სრული დაცვით ავირჩიეთ. ესენი იყვნენ კომისიის წევრები, ექვსეული. ეს იყო ახალი რეგულაციიებით არჩეული - თუ რომელიმე კომისიის წევრის ნათესავი იღებდა მონაწილეობას კონკურსში, ის არ იყო ჩართული არამარტო ამ კონკრეტული პირის, ამ კონკრეტული აპლიკანტის, არამედ ამ უბანზე რეგისტრირებული აპლიკანტების კენჭისყრაშიც“, - განაცხადა მირანდა მესხმა.

მისივე განმარტებით, საუბნო საარჩევნო კომისიის შესარჩევ კონკურსში სულ 693 ადამიანი დარეგისტრირდა, საიდანაც ავტომატურად მოიხსნა 38, რადგან ბოლო, 2019 წლის ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში იყვნენ პარტიიდან დანიშნული კომისიის წევრები.

„მე ნათესაური ურთიერთობების კვლევა არ მევალება. კონკრეტულად კომისიას ეს არ ევალება. ყველამ მიიღო ინდივიდუალური გადაწყვეტილება საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე და იმ პრიორიტეტების საფუძველზე რაც განსაზღვრულია ცენტრალური საარჩევნბო კომისიის მიერ და ეს კი გახლავთ საარჩევნო გამოცდილება, პასუხისმგებლიანობა მათი, ბოლო 2 წლის განმავლობაში დისციპლინური სახდელის არქონა და საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა“, - განაცხადა მირანდა მესხმა.

ენმ-ის წარმომადგენლები 29 სეტემბერსაც იყვნენ პრეტენზიებით მისული ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც სიტყვერი დაპირისპირებაც მოხდა.

ისინი ირწმუნებოდნენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციიდან კანონდარღვევით ხდება კედლის სიებისა და საარჩევნო ინვენტარის გატანა და მათი არაუფლებამოსილი პირებისთვის გადაცემა, რაც საოლქო კომისიაში უარყვეს. ინციდენტს განცხადებით გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცესკოში განმარტეს, რომ ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია" წარმომადგენლები ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევენ.
Print E-mail
Twitter
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ფერმერები ახალი შესაძლებლობების ძიებაში
პანდემიის დროს გამოცხადებული კარანტინის გამო, ფერმერები დაზარალდნენ,
ეთნოსოფელი უცხოელი სტუმრების გარეშე
პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო მნიშვნელოვნად იზარალა
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
ფოტო
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.