ახალი ამბები
კომისიის სხდომებზე პოლიტიკური დისკუსიის ინიცირებით, ჩვენს დისკრედიტაციას ცდილობენ - ცესკო
FaceBook Twitter
E-mail Print
ცესკოს განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საოლქო საარჩევნო კომისიების ბოლო პერიოდში გამართულ სხდომებზე, პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრების თუ სხვა დამსწრე პირთა, მათ შორის ზოგიერთი დამკვირვებლის მიერ ხდება პოლიტიკური განცხადებების გაჟღერება. ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციისა და სხდომაზე შეუსაბამო თემების წამოწევა. მათივე ინფორმაციით, ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ემსახურება დაძაბული ფონის შექმნის მცდელობას და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას.

ცესკოს განმარტებით, ცენტრალური თუ საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები არ არის პოლიტიკური განცხადებების და პოლიტიკური დებატების წარმართვის ადგილი და ამ მიზნით ნებისმიერი პირის მიერ მისი გამოყენების შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაცია არ გასცდება საკუთარ მანდატს და ასეთი განცხადებების ავტორებს არ მიეცემათ პოლიტიკური პოზიციონირების შესაძლებლობა.

მათივე თქმით, საარჩევნო კანონმდებლობა როგორც კომისიის წევრისთვის, ისე დამკვირვებლებისთვის, განსაზღვრავს მათი უფლებამოსილების ფარგლებს, რომელიც ცალსახად არ ითვალისწინებს მსგავსი განცხადებების თუ ქმედებების განხორციელების უფლებამოსილებას.

ცესკოს განცხადებით, დამკვირვებელი უფლებამოსილია დააკვირდეს საარჩევნო პროცესს, მათ შორის კომისიის სხდომებს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს სამართლებრივი მექანიზმები, კომუნიკაციის დაშვებული ფორმები და არ ჩაერიოს სხდომის მიმდინარეობაში პოლიტიკური, თუ სხდომის საკითხებთან შეუსაბამო განცხადებების გაკეთების მიზნით.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია სარგებლობს მაღალი ნდობით და დამოუკიდებლობის ხარისხით, რაც მრავალწლიანი საქმიანობის შედეგია.

შესაბამისად, არის მცდელობა, რომ მსგავსი პოლიტიკური განცხადებებით, დაუზუსტებელი ან ყალბი ინფორმაციის გავრცელებით მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ერთის მხრივ პოლიტიკურ პლატფორმად გადაქცევა, და მეორეს მხრივ მისი რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება. ამასთანავე, განვმარტავთ, რომ სხდომაზე იხილება დღის წესრიგით დამტკიცებული საკითხები სხვადასხვა საარჩევნო ღონისძიების განხორციელების მიზნით და კომისიის ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, სხდომის თავმჯდომარის მიერ დადგენილი რიგითობის შესაბამისად, უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს. ცესკოს სხდომაზე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს მხოლოდ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე, კონკრეტული საკითხის განხილვისას, სხდომის თავმჯდომარის თანხმობითა და მის მიერ განსაზღვრული დროით, შეუძლიათ სიტყვით გამოვიდნენ", - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

ცენტრალური საარჩევნო კომისია იმედს გამოთქვამს, რომ ყველა კომისიის წევრი, წარმომადგენლები და დამკვირვებლები დაიცავენ საარჩევნო კანონმდებლობას და იმოქმედებენ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში.

ხმაური იყო ბოლო დღეებში ზუგდიდის და მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიებთან. ზუგდიდში ენმ-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საუბნო კომისიებში თანამდებობები წინასწარ გადანაწილდა. უფრო ადრე კი თქვეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციიდან კანონდარღვევით ხდება კედლის სიებისა და საარჩევნო ინვენტარის გატანა და მათი არაუფლებამოსილი პირებისთვის გადაცემა.

ბრალდებები უარყვეს ზუგდიდის საოლქო კომისიაში.

დაპირისპირება იყო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთანაც. დაშავდა რამდენიმე პირი. მათ შორის ჟურნალისტებიც.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ფერმერები ახალი შესაძლებლობების ძიებაში
პანდემიის დროს გამოცხადებული კარანტინის გამო, ფერმერები დაზარალდნენ,
ეთნოსოფელი უცხოელი სტუმრების გარეშე
პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო მნიშვნელოვნად იზარალა
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
ფოტო
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.