ახალი ამბები
ზუგდიდის საოლქოში ენმ-ის წარმომადგენლებმა ხელი არ მოაწერეს საარჩევნო ეთიკის კოდექსს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მაია გაწერელია და ამავე კომისიაში პარტიის წარმომადგენელი გიორგი ფიფია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებულ ეთიკის კოდექსს ხელს არ აწერენ. მათი განცხადებით, იმ ფონზე, როცა საარჩევნო ადმინისტრაცია არის პოლიტიზირებული და „ნაციონალურ მოძრაობას“ უყურებს, როგორც მეორეხარისხოვან პოლიტიკურ სუბიექტს, აზრს მოკლებულია ეთიკის კოდექსის ხელმოწერა.

„თუ ვინმეს უნდა გამჭვირვალე და სუფთა არჩევნების ჩატარება, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, იმიტომ რომ მშვიდად, წყნარად, გვინდა ჩატარდეს ეს პროცესები, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვუყურებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია გახდა ძალიან პოლიტიზირებული. რატომღაც ბევი რაღაც ხდება ისეთი, რაც არ უნდა მოხდეს. შესაბამისად, ჩვენ რომ ერთის მხრივ ხელი მოვაწეროთ ეთიკის კოდექსს და მეორე მხრივ ვუყუროთ ძალადობას, რომელიც იყო გუშინ, რომელიც გრძელდება დღეს, რომელიც გრძელდება უკვე ბევრი ხანია, მიგვაჩნია რომ ფარსია“, - განაცხადა ენმ-ის წარმომადგენელმა საოლქო კომისიაში, გიორგი ფიფიამ.

მისივე ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისია „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აღიქვამს სერიოზულად და მათი პარტიის წევრების მიმართ იგრძნობა არაკოლეგიალური დამოკიდებულება. გიორგი ფიფიას სიტყვებით, საოლქო კომისიის წევრი ენმ-დან მაია გაწერელია წარადგენს კომისიაში დოკუმენტს სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ეთიკის კოდექსის ხელმოწერაზე უარის მიზეზები.

„ცესკო იმდენად პოლიტიზირებულია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს უყურებენ როგორც მეორე ხარისხოვან წევრებს. არ ვართ სრულყოფილი წევრები. ელემენტარული, რამდენიმე უბანზე დღეს გვქონდა ასეთი შემთხვევა, როდესაც იყვნენ დაბარებული კომისიის წევრები 12-ის ნახევარზე, გამოცხადდნენ ჩვენი კომისიის წევრები და პირველი სხდომა უკვე დამთავრებული იყო. არჩეული იყო თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანიც. მე მგონი ეს არ არის კოლეგიალობა“, - განაცხადა გიორგი ფიფიამ.

დღეს, 30 სექტემბერს, 18:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში დოკუმენტს ხელი ერთდროულად მოეწერა.

კოდექსის თანახმად საარჩევნო კომისიების წევრები ვალდებული არიან უზრუნველყონ საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები; უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნა.

ეთიკის კოდექსი არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებისა და ამომრჩეველთა მხრიდან ნდობის ამაღლების მიზნით შემუშავდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უკვე მეორე დღეა პრეტენზიებს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან გამოთქვამენ. ისინი საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. თავისმხრივ ცესკო მათ სამუშაო პროცესის ხელისშეშლაში ადანაშაულებს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ფერმერები ახალი შესაძლებლობების ძიებაში
პანდემიის დროს გამოცხადებული კარანტინის გამო, ფერმერები დაზარალდნენ,
ეთნოსოფელი უცხოელი სტუმრების გარეშე
პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო მნიშვნელოვნად იზარალა
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
ფოტო
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.