ახალი ამბები
კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევაა აფხაზეთში
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 289 პირი გამოიკვლიეს. მათგან ვირუსი 71-ს დაუდასტურდა. ეს ყველაზე მაღალი ციფრია, რაც კი აფხაზეთში ერთ დღეში გამოვლენილა.

გუდაუთის საავადმყოფოში 138 პაციენტია მოთავსებული. 132 კორონავირუსის დიაგნოზით.

მძიმეა 12 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 29-ის კი საშუალო. გაწერეს 12 მოქალაქე.

გამოჯანმრთელდა 25 პირი.

აფხაზეთში კორონავირუსის 1458 შემთხვევაა გამოვლენილი. 530 გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.