„აფხაზური დროშის“ დაწვის გამო გალში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
ოკუპირებულ გალის რაიონში „აფხაზეთის გამარჯვების“ ზეიმის პარალელურად
ე.წ. აფხაზური დროშის დაწვის გამო საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა
დააკავეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში აფხაზი მომხმარებლები
ავრცელებენ. ფეისბუკზე და აფხაზურ ფორუმებში ასევე ატვირთულია ვიდეო,
სადაც ჩანს, რომ ბებია სავარაუდოდ გამოკითხვაზე იმყოფება.
ვიდეოში ის ადასტურებს დროშის დაწვის ფაქტს, თუმცა დასძენს, რომ არაფერი აქვს „აფხაზური დროშის“ და აფხაზების საწინააღმდეგო. პირიქით, თვლის რომ არ უნდა აღინიშნებოდეს ქართველების და აფხაზების გაყოფის თარიღი. ახალგაზრდა მამაკაცი ყველა განაწყენებულ აფხაზს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ კვლავ მეგობრული ურთიერთობები სურს.
ვიდეოს ქართველების მიმართ სიძულვილის შემცველი კომენტარები ახლავს. სოციალურ ქსელში აფხაზი მომხმარებლები დაკავებულის სიკვდილით დასჯასაც ითხოვენ - საჯაროდ დახვრეტას, ან დაწვას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ საკითხზე მუშაობენ. სუსი განცხადების გავრცელებას ხვალ 1 ოქომბერს გეგმავს.
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. შედეგად ტერიტორიის იძულებით დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუწია. საომარი მოქმედებებისას, 10 ათასამდე ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
აფხაზეთში 27 სექტემბრიდან ქართველებისგან სოხუმის "გათავისუფლებას" აღნიშნავენ.