სუსი გალში დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს
ოკუპირებულ გალში „აფხაზური დროშის“ დაწვის გამო დაკავებული ირაკლი
ბებუასთან
დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას
აქვეყნებს. მათი ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა
დაადასტურეს უკანონოდ დაკავებული პირის ვინაობა და ცხელი ხაზის
საშუალებით გააზიარეს ინფორმაცია, რომ დაკავებული იმყოფება ქ. გალში,
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს
საფრთხე არ ემუქრება.
„მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა. ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება და გააქტიურდა ცხელი ხაზი.
უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მოახდინა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს უკანონოდ დაკავებული პირის ვინაობა; ცხელი ხაზის საშუალებით გაგვიზიარეს ინფორმაცია მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. არსებული მონაცემებით უკანონოდ დაკავებული პირი იმყოფება ქ. გალში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ადამინების უკანონო დაკავების ფაქტებზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. საოკუპაციო რეჟიმის მიერ მართული აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპირებულ გალის რაიონში 30 სექტემბერს, „აფხაზეთის გამარჯვების“ ზეიმის პარალელურად ე.წ. აფხაზური დროშის დაწვის გამო საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა დააკავეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში აფხაზი მომხმარებლები ავრცელებენ. ფეისბუკზე და აფხაზურ ფორუმებში ასევე ატვირთულია ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბებუა სავარაუდოდ გამოკითხვაზე იმყოფება.
ვიდეოში ის ადასტურებს დროშის დაწვის ფაქტს, თუმცა დასძენს, რომ არაფერი აქვს „აფხაზური დროშის“ და აფხაზების საწინააღმდეგო. პირიქით, თვლის რომ არ უნდა აღინიშნებოდეს ქართველების და აფხაზების გაყოფის თარიღი. ახალგაზრდა მამაკაცი ყველა განაწყენებულ აფხაზს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ კვლავ მეგობრული ურთიერთობები სურს.
ვიდეოს ქართველების მიმართ სიძულვილის შემცველი კომენტარები ახლავს. სოციალურ ქსელში აფხაზი მომხმარებლები დაკავებულის სიკვდილით დასჯასაც ითხოვენ - საჯაროდ დახვრეტას, ან დაწვას.