ახალი ამბები
ვმუშაობთ გალში დაკავებულის უმოკლეს ვადაში უპირობო გათავისუფლებისთვის - შერიგების მინისტრი
FaceBook Twitter
E-mail Print
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ეხმაურება გალში "აფხაზეთის რესპუბლიკის" დროშის დაწვის გამო, ირაკლი ბებუას დაკავების ფაქტს. თეა ახვლედიანის განცხადებით, მომხდარი წარმოადგენს იმ არალეგალური და საგანგაშო პროცესების გაგრძელებას, რასაც უკვე წლებია საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს, მათ შორის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის სახით.

მინისტრი ამბობს, რომ მსგავსი ქმედებები კიდევ უფრო ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის და ზოგადად, ადგილზე შექმნილ მძიმე ვითარებას.

"ფაქტზე რეაგირების მიზნით ამოქმედებულ მექანიზმებთან ერთად, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს ირალი ბებუას უპირობო გათავისუფლება", - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ოკუპირებულ გალში 30 სექტემბერს, როცა აფხაზების ქართველებზე გამარჯვებას აღნიშნავდნენ, ე.წ. აფხაზური დროშა დაწვა საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუამ. ის მალევე დააკავეს. ამავე დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბებუა სავარაუდოდ გამოკითხვაზე იმყოფება. ახალგაზრდა მამაკაცი ფაქტს ადასტურებს, თუმცა დასძენს, რომ არაფერი აქვს "აფხაზური დროშის" და აფხაზების საწინააღმდეგო. უბრალოდ ფიქრობს, რომ არ უნდა აღინიშნებოდეს ქართველების და აფხაზების გაყოფის თარიღი.

ამ ვიდეოს გამოქვეყნებას მოჰყვა აფხაზი მომხმარებლების აგრესიული და სიძულვილის შემცველი კომენტარები, სადაც დაკავებულის სიკვდილით დასჯასაც ითხოვენ.

გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ბებუას მიმართ უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე "ვანდალური აქტის" გამო.

დაკავებულის ოჯახი ამბობს, რომ მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და დახმარებას ითხოვს.

ახალგაზრდა მამაკაცის დაკავებას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა. ისინი პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებენ. მათი ინფორმაციით, დაკავებული იმყოფება ქალაქ გალში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი
გეგმის განხორციელება,
18:08 / 25.01.2022
ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი გეგმის განხორციელება,
სოციალურ ქსელში
17:39 / 25.01.2022
სოციალურ ქსელში "დროას" წარმომადგენელმა მარიამ სიჭინავამ გაავრცელა ვიდეო, სადაც პოლიციელის
არანაირი ალიანსი აქ არ არის. რამდენიმეჯერ გავუსვით ხაზი იმას, რომ
ჩვენ თავმიმდევრულად გვინდა
14:12 / 25.01.2022
არანაირი ალიანსი აქ არ არის. რამდენიმეჯერ გავუსვით ხაზი იმას, რომ ჩვენ თავმიმდევრულად გვინდა
14:02 / 25.01.2022
"ქართული ოცნების" წარმომადგენლის წალენჯიხის საკრებულოდან, ბესიკ ფარცვანიას განცხადებით,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.