ახალი ამბები
ჩხოროწყუში სამი ექიმის კორონავირუსით დაინფიცირების გამო საავადმყოფო იხურება
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 5 შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათგან 2 საირმეში იმყოფებოდა და კავშირი ქონდა კოვიდინფიციებულთან 3 კი ჩხოროწყუს საავადმყოფოს მედ პერსონალია. ექიმების ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. საავადმყოფო დროებით იხურება. აქ დეზინფექცია ჩატარდება და ყველა თანამშრომელს გამოიკვლევენ.

მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების მოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 7093-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 3714 პაციენტი. გარდაიცვალა 46 პაციენტი.