ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევაა
სამეგრელო-ზემო სვანეთში 838 პირის ბიოლოგიური ნიმუში შეამოწმეს ახალ კორონავირუსზე. ვირუსი 25-ს დაუდასტუდა. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათგან 7 ზუგდიდია. 1 მოსწავლეა - რეპეტიტორის კონტაქტი, 2 ცხელებით შესული პაციენტია და 4 კი ოქროს ბირჟის კლასტერი.

ხობში 2 შემთხვევა დადასტურდა, რომლებიც უკვე გამოვლენილ კონტაქტებს უკავშირდება.

სენაკში 6 ახალი შემთხვევაა, ასევე გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტია.

კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 4 პირს, რომლებიც ოკუპირებული საბერიოს კლასტერს მიეკუთვნებიან.

ერთი შემთხვევა კი საკარანტინე სივრცეში დადასტურდა.

ამასთან, ჩხოროწყუში ვირუსი 5 პირს დაუდგინდა.

სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 131-ია.

რუხის კლინიკაში 58 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. აქედან 5-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 26 კოვიდპაციენტია მოთავსებული.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში 131 მოქალაქე რჩება.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 7093-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 3714 პაციენტი. გარდაიცვალა 46 პაციენტი.