სამეგრელოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში 178 ადამიანი გამოიკვლიეს კორონავირუსზე.
აქედან ათის შემთხვევაში პასუხი დადებითია. დადასტურებული
შემთხვევებიდან უმრავლესობა, შვიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
მცხოვრებია.
როგორც ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განუცხადა, შვიდი ზუგდიდელიდან 3 არის ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერი. ასევე სამი პირი არის შპს გორგიას სასაწყობე მეურნეობის დარაჯის კონტაქტი. ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი, რომელიც მუშაობდა ზუგდიდი-ზესტაფონის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსზე. ინფიცირებული ზესტაფონის მცხოვრებია, რომელიც ზუგდიდში გეგმიური ტესტირებით გადამოწმდა.
როგორც მალხაზ თორია განმარტავს, შესაძლოა მის კონტაქტებში იყვნენ ზუგდიდელი მგზავრები, მიმდინარეიობს კვლევა ამ მიმართულებითაც.
დღეს დადასტურებული 10 შემთხვევიდან სამი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მცხოვრებია. აქედან ერთი ადრე გამოვლენილი საავადმყოფოს მედპერსონალის კონტაქტს განეკუთვნება, ხოლო ორის ინფიცირების წყაროს დადგენა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.
5 ოქტომბრის მონაცემებით, სამეგრელოს რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 180-მდე გაიზრადა. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 133.
რუხის საავადმყოფოში მკურნალიობას გადის 71 კოვიდინფიცირებული. 3 შედარებით დამძიმებული პაციენტი გადაიყვანეს თბილისში. ფოთის საავადმყოფოში მკურნალობს 19 კოვიდინფიცირებული გადის.
რაც შეეხება საჯარო სკოლებს, სადაც მოზარდებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, კვლავ დახურულია. ესენია: სოფელ რუხის, ინგირის, ცაიშის და ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატას საჯარო სკოლა. შეზღუდვებით მუშაობს ზუგდიდის პირველი სკოლა სადაც 2 კლასის მოსწავლეები გადასულები არიან დისტანციურ სწავლებაზე.