რუხის კლინიკიდან სამი კოვიდინფიცირებული მცხეთის და თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკიდან სამი
პაციენტები სხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. სამივეს შემთვევაში,
სხვა კოვიდინფიცირებულებთან შედარებით, ჯანმრთელობის მდგომარეობა
დამძიმდა. ისინი 60-დან 65 წლამდე მოქალაქეები არიან. მათგან ერთია
ზუგდიდელი, ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერი, რომელიც წმინდა მიქაელ
მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში მოთავსეს.
დანარჩენი ორი - ცოლ-ქმარი კი სოხუმიდან, მცხეთაში.
რუხის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ნინო აკობიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ ზუგდიდელი პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია და უფრო მაღალი იყო ფილტვის დაზიანების ხარისხი. ცოლ-ქმრის შემთხვევაშიც შედარებით მაღალი დაფიქსირდა ფილტვის დაზიანების ხარისხი. ამასთან, აქ საქმე სხვა თანმხლებ დაავადებებთან, მათ შორის დიაბეტთან ჰქონდათ.
მისივე ინფორმაციით, მართვით სუნთქვაზე გადაყვანას არცერთი მათგანი არ საჭიროებს ამ ეტაპზე.
დღეისთვის რუხის კლინიკაში 71 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
სამეგრელოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 7 ზუგდიდის მცხოვრებია.
საქართველოში 8696-მდე გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი. 4619 გამოჯანმრთელდა, 52 კი გარდაიცვალა.