ახალი ამბები
11 ოქტომბრამდე კოლხეთის დაბლობზე ძლიერი ქარი შენარჩუნდება
დღეიდან 11 ოქტომბრამდე, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის მონაკვეთზე, აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქარის სიჩქარემ 9-10 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შესაძლოა 30 მ/წმ - ს გადააჭარბოს.

ამასთან, მიმდინარე კვირას, სინოპტიკოსები 30 გრადუსამდე სითბოსაც პროგნოზირებენ.