სამეგრელოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევაა - 8 ზუგდიდში დადასტურდა
რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური
საავადმყოფოს ლაბორატორიაში 504 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.
კორონავირუსი 13 მათგანს დაუდასტურდა. აქედან 8 ზუგდიდში გამოვლინდა.
მათ შორის 2 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ექვსის
ინფიცირების წყარო კი ჯერჯერობით უცნობია და მოკვლევა
მიმდინარეობს.
2 შემთხვევა ფოთში დადასტურდა. უცნობია მათი ინფიცირების წყაროც და დასადგენად ეპიდკვლევა გრძელდება.
1 შემთხვევა დაფიქსირდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. ის მოქალაქეს გამოუვლინდა, რომელიც ცხელებით იმყოფებოდა რუხის კლინიკაში.
2 ტრაილერის მძღოლია. მათგან ერთი ქვემო წალკაში მცხოვრებია, ხოლო მეორე უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობაა 212. რუხის კლინიკაში მკურნალობს 64 კოვიდპაციენტი. აქედან 18 -ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ფოთის ჰოსპიტალში 31 კოვიდ პაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 7 პაციენტი. ყველა ზუგდიდის მცხოვრებია.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება 110 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსისგან ჯამში 78 მოქალაქე გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების სულ 11 271 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 6119.