ზუგდიდში, #2 საბავშვო ბაღის ძიძას კორონავირუსი დაუდასტურდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნომერ მეორე
საბავშვო ბაღში კორონავირუსი ძიძას დაუდასტურდა. უთხრა "ლაივპრესს"
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის
ხელმძღვანელმა. ხათუნა თოლორაიას თქმით, ჯერჯერობით უცნობია
ახალგაზრდა ქალის ინფიცირების წყარო. მიმდინარეობს კონტაქტების
მოკვლევა.
ბაღის თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან. სკოლამდელ დაწესებულებას დეზინფექცია ჩაუტარდება.
განახლდება თუ არა 12 ოქტომბერს აქ სწავლა, დღის ბოლოსთვის გაირკვევა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში დღეს კორონავირუსის 13 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 8 ზუგდიდში.
საქართველოში კორონავირუსისგან ჯამში 78 მოქალაქე გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების სულ 11 271 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 6119.