სქურში დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს
61 წლის მამაკაცი, რომელსაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ეძებდნენ,
მონადირეებმა გარდაცვლილი იპოვეს. ის ხევში იყო გადავარდილი. როგორც
„ლაივპრესს“ მერის წარმომადგენელმა სოფელ ჯგალში მერაბ კვარაცხელიამ
განუცხადა, ამ წუთებში მიმდინარეობს გარდაცვლილის ამოყვანის
პროცედურა, შემდეგ მას ჩაუტარდება ექსპერტიზა, რათა დადგინდეს
გარდაცვალების მიზეზები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები წალენჯიხის სოფელ სქურის მიმდებარედ, 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში უკვე მეხუთე დღეა ეძებენ მამაკაცს. მანამდე იპოვეს დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები სქურის მთაში, მიტოვებულ ქოხში.
სამაშველო-საძიებო ოპერაციაში ჩართული იყო 15-კაციანი ჯგუფი და დრონი.
დღეიდან კი საძიებო სამუშაოებში ჩართო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
112-ში 6 ოქტომბერს შევიდა შეტყობინება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალიდან სქურის მიმართულებით გავიდა 61 წლის მამაკაცი, რომელიც სახლში არ დაბრუნებულა.