საიას ანგარიშში წინასაარჩევნოდ მუქარისა და ძალადობის ფაქტებზე, ზუგდიდიც შევიდა
საიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი
სადამკვირვებლო მისიის მეორე შუალედური ანგარიში მოამზადა, სადაც საუბარია სექტემბრის
თვეში გამოვლენილ დარღვევებზე.
საერთო ჯამში, საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს:
- სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის 1 შემთხვევა;
- ამომრჩევლის მოსყიდვის 1 შემთხვევა;
- მუქარისა და ძალადობრივი ქმედებების 11 შემთხვევა;
- პარტიის წინასაარჩევნო კამპანიისთვის დაბრკოლებების შექმნის 3 შემთხვევა.
საიას ანგარიშის მიხედვით, სექტემბერი გამოირჩეოდა ძალადობრივი ქმედებებით, რამაც საგანგაშო ხასიათი მიიღო ბოლნისსა და მარნეულში მომხდარი ძალადობრივი დაპირისპირების დროს. ამ მოვლენებს მიღმა, საიასთვის ცნობილი გახდა ოპოზიციური პარტიების („ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლეიბორისტები“) აქტივისტებზე მუქარისა და თავდასხმის შემთხვევებიც. ყველა მათგანი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, ამჯერადაც გამოვლინდა ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების ხელისშეშლის ფაქტები („ლელო“ და „ერთიანი საქართველოს დემოკრატიული მოძრაობა“), რაც თანასწორი საარჩევნო გარემოსთვის დამაზიანებელია.
ანგარიშში მოხვდა ზუგდიდში „ლელოს“ წევრის ბრალდება მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლაზე. „ლელოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელ ირაკლი მატუაზე, რომელმააც ზუგდიდის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრები მუქარასა და ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ზუგდიდის საკრებულოს წევრის, თაზო ფაცაციას დავალებით, მას ტელეფონზე დაუკავშირდა ამავე საკრებულოს წევრი ოთარ ქადარია, რომელმაც „ლელოდან“ წამოსვლის სანაცვლოდ, მას სახელმწიფო ა(ა)იპ-ში დასაქმება შესთავაზეს, უარის შემდეგ კი დაემუქრნენ (უთხრეს, რომ მის ოჯახს შეექმნებოდა პრობლემები).
ირაკლი მატუას მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, პროკურატურამ გამოძიება იძულების მუხლით დაიწყო.