ახალი ამბები
„ოცნების“ დეპუტატები უკანონოდ არიან დასაქმებული კეთილმოწყობის ააიპში - ენმ
FaceBook Twitter
E-mail Print
„ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი წევრებვი „ქართული ოცნებიდან“ პარალელურად დასაქმებული არიან მერიის ააიპ-ებში და იღებენ ანაზღაურებას, რაც კანონით აკრძალულია.

პარტიის წარმომადგენელმა ანა წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს წარუდგინა საკრებულოს რამდენიმე წევრის ფოტო, რომლებიც მისი მტკიცებით დასაქმებული არიან ძირითადად მერიის კეთილმოწყობის ააიპ-ში. მათ შორის ანა წითლიძემ დაასახელა დათო ჭაფანძე, ზაზა ანდრიაძე, ტარიელ გაბულდანი, ზვიად ქირია, ზაზა ხუბუა, ჯანსუღ ჯაბუა, რამაზ ხუბუა, მამუკა თოლორაია, ჯონი ზარანდია და გოგიტა ზარქუა. როგორც ენმ-ში აღნიშნავენ, ეს არ არის „კანონდამრღვევი დეპუტატების“ სრული ჩამონათვალი.

მისივე თქმით, საკრებულოს წევრების პარალელურად დასაქმებული არიან მათი ოჯახის წევრებიც. გარდა ამისა ანა წითლიძე ირწმუნება, რომ „ქართული ოცნება“ კანონდარღვევით დასაქმებულ ამ პირებს იყენებს საარჩევნოდ სოფლის მცხოვრებლების დასაშინებლად და რიგ შემთხვევაში 20 ლარის სანაცვლოდ ამომრჩეველთა მოსასყიდად.

ენმ მიმართავს პროკურატურას, რათა დაიწყოს ამ ფაქტების შესწავლა.

„მე მინდა მივმართო იმ ამომრჩევლებს, რომ ეს ადამიანები თქვენ გპირდებიან 20 ლარს და თავად იღებენ ასობით ლარს სრულიად უკანონოდ ზუგდიდის ბიუჯეტიდან.

მაგალითად,დათო ჭაფანძე, რომელიც არის განმუხურის მაჟორიტარი დეპუტატი და იღებდა მონაწილეობდა ჩვენს დარბევაში. ეს ადამიანი გაფორმებულია კეთილმოწყობის ააიპ-ში, როგორც ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის ოპერატორი და იღებს ხელფასს 700 ლარის ოდენობით. ჩვენ გვყავს საკრებულოს წევრები, რომლებიც კეთილმოწყობის ააიპ-ში გაფორმებული არიან დამლაგებლად, მოლარე-ოპერატორად.

მოვუწოდებ ზუგდიდის მერიას, რომლებიც ყოველთვის უარყოფენ ამ ინფომაციას, თუ ჩვენ მივიღეთ არასწორი ინფორმაცია მათივე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბიდან და ჩვენ ვასაჯაროვებთ არასწორ ინფორმაციას, მაშინ მათ შეუძლიათ გაასაჯაროონ ააიპ-ის ყველა თანამშრომლის სახელი და გვარი“, - განაცახადა ანა წილიძემ.

ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ასევე დასძენს, რომ არაერთხელ გამოუთხოვია ზუგდიდის მერიიდან ააიპ-ების თანამშრომელთა ვინაობა, მაგრამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის გამოყენებით უთხრეს უარი.

ანა წითლიძე ამბობს, რომ კანონში „ქართული ოცნების“ ინიციატივით შესული ეს ცვლილებაც თავის დროზე სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, რომ ანონიმურად დაეტოავებინათ უკანონოდ დასაქმებული პირების ვინაობა.

ენმ-ის ბრალდებებზე ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ საკრებულოსა და მერიაში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
რუსეთის მხრიდან,
16:00 / 26.09.2022
რუსეთის მხრიდან, "ზემო ლარსის" გამშვებ პუნქტთან ჯავშანტრანსპორტი გამოჩნდა. ფოტოები
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
14:53 / 26.09.2022
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე
გაიზარდა.
14:11 / 26.09.2022
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი
ემსხვერპლა.
12:50 / 26.09.2022
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.