ახალი ამბები
საკრებულოში ამბობენ, რომ დეპუტატები კანონს არ არღვევენ, წითლიძეს კი მის წაკითხვას ურჩევენ
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ დეპუტატები, რომლებიც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კანონდარღვევაში დაადანაშაულა, რეალურად მას არ არღვევენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელ ანა წითლიძეს, რომელმაც ამ საკითხზე დღეს ბრიფინგი ჩაატარა, ურჩევენ კანონის საფუძვლიანად წაკითხვას.

ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდია „ლაივპრესთან“ საუბარში აცხადებს, რომ კანონში ყველაფერი ნათლად და გასაგებად არის განმარტებული და არ იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას. ამიტომ ის ვარაუდობს, რომ ანა წითლიძეს ეს კანონი არ წაუკითხავს ან თუ წაიკითხა, შინაარსი ვერ გიგო. სანდრო სორდიას განცხადებით, საკრებულოს წევრს კანონი მერიის აიპ-ებში მუშაობას არ უკრძალავს.

ამასთან დეპუტატი ირწმუნება, რომ საკრებულოს წევრების მუნიციპალურ ააიპ-ებში დასაქმებას სისტემური ხასიათი არ აქვს და მითუმეტეს არავითარი დირექტივით ისინი არ საქმდებიან. ამბობს, რომ მათ აქვთ ინდივიდუალური ხასიათის შრომითი ურთიერთობები კონკრეტულ კომერციულ თუ არაკომერციულ საწარმოებთან, რომელიც დამყარებულია პროფესიულ ცოდნაზე და შესაბამის უნარჩვევებზე, რომლის რეალიზაციის საშუალებას კანონი დეპუტატებს არ უკრძალავს, რადგან საკრებულოს წევრობა არ არის ჩვეულებრივი სამსახური, ეს არის სამსახურისგან მოუწვეტლად საზოგადოებრივი აქტივობა, რომელიც არ არის ანაზღაურებადი.

საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებზე, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი წევრები „ქართული ოცნებიდან“ პარალელურად დასაქმებული არიან მერიის ააიპ-ებში და იღებენ ანაზღაურებას, რაც კანონით აკრძალულია.

„თუ ანა წითლიძე გაეცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, კერძოდ 42-ე მუხლს, ნახავს რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები ამ მუხლით არის დარეგულირებული. არცერთ შესაბამის შემთხვევას ადგილი არ აქვს, რომ რაიმე შეუთავსებლობის საკითხი დადგეს.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს არ აქვს უფლება იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, არ აქვს უფლება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირის თანამდებობა ეკავოს, გარდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისა და ა.შ.

ვურჩევ თვითმმართველობის კოდექსს გადაავლოს თვალი და თუ სწორად გააკეთებს ანალიზს, მიხვდება რომ არ არსებობს არც პროკურატურის და არც სხვა რომელიმე ორგანოსადმი მიმართვის საფუძველი“, - განაცხადა სანდრო სორდიამ.

„ერთინმა ნციონლურმა მოძრობამ“ პრტიის ზუგდიდის ოფისში დღეს ჩაატარა ბრიფინგი, ანა წითლიძემ ჟურნალისტებს წარუდგინა საკრებულოს რამდენიმე წევრის ფოტო, რომლებიც მისი მტკიცებით დასაქმებული არიან ძირითადად მერიის კეთილმოწყობის ააიპ-ში. როგორც ენმ-ში აღნიშნავენ, ეს არ არის „კანონდამრღვევი დეპუტატების“ სრული ჩამონათვალი. მან მოუწოდა პროკურატურას ამ საკითხის შესწვლისკენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
რუსეთის მხრიდან,
16:00 / 26.09.2022
რუსეთის მხრიდან, "ზემო ლარსის" გამშვებ პუნქტთან ჯავშანტრანსპორტი გამოჩნდა. ფოტოები
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
14:53 / 26.09.2022
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე
გაიზარდა.
14:11 / 26.09.2022
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი
ემსხვერპლა.
12:50 / 26.09.2022
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.