ახალი ამბები
კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან 4 მოქალაქე გარდაიცვალა. ჯამში 128 გარდაცვლილი.

ამასთან, გამოვლინდა 958 ახალი შემთხვევა. ჯამში 16285 დადასტურებული შემთხვევა.

გამოჯანმრთელდა 214. სულ 7827 გამოჯანმრთელებული.

კარანტინის რეჟიმში 5900 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836. კოვიდ სასტუმროში 1388 მოქალაქე იმყოფება.