ახალი ამბები
სკოლების დირექტორების ნაწილს ზუგდიდში უფლებამოსილება შეუწყდა
FaceBook Twitter
E-mail Print
საჯარო სკოლის დირექტორების ნაწილმა თანამდებობები დატოვა.

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, კახაბერ ფარცვანიას განცხადებით, ეს უკავშირდება უფლებამოსილების 6 წლიანი ვადის ამოწურვას.

"პროცესი, რომელიც საჯარო სკოლების დირექტორების უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ მათი უფლებამოსილების შეწყვეტას ეხება, ზუგდიდში მიმდინარე კვირას დაიწყო. ჩვენ გვყავს 29 არჩეული დირექტორი, რომელსაც შეუწყდა უფლებამოსილება. მათი ნაწილი რჩება მოვალეობის შემსრულებლად, ან პედაგოგად", - უთხრა "ლაივპრესს" კახა ფარცვანიამ.

როდის გამოცხადდება ახალი კონკურსი სკოლებში დირექტორის პოზიციაზე, რესურცენტრში არ იციან. ამბობენ, რომ ამ პროცესს პანდემიამ შეუშალა ხელი.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ სკოლის დირექტორებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცესს ხელისუფლება პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ბესიკ დონაძემ მმართველი პარტიის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის სარეკლამო ვიდეორგოლში სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების მონაწილეობის გამო საჩივრით საოლქო კომისიას მიმართა, თუმცა საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ განაცხადა, რომ სასამართლოში იჩივლებს.

მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერძაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ კი განაცხადა, რომ არჩევნების დასრულებამდე უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი სკოლის დირექტორების განავისუფლებაზე.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ფერმერები ახალი შესაძლებლობების ძიებაში
პანდემიის დროს გამოცხადებული კარანტინის გამო, ფერმერები დაზარალდნენ,
ეთნოსოფელი უცხოელი სტუმრების გარეშე
პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო მნიშვნელოვნად იზარალა
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
ფოტო
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.