ახალი ამბები
ზუგდიდის და სამეგრელოს წარმატება აფხაზეთის წარმატებაცაა - გახარია
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის და სამეგრელოს წარმატება არ არის მხოლოდ მეგრელების წარმატება, ან საქართველოს წარმატება, ეს არის აფხაზეთის წარმატება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდშიმ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის წარდგენაზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წლიდან სამეგრელოში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული 1 186 000 ლარი, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. სწორედ ამიტომ, მომდევნო 4 წლის მანძილზე ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იქნება 20 მილიარდ ლარზე მეტი. ამ თანხის დიდი ნაწილი კი სამეგრელოს მოხმარდება.

გახარია ამბობს, რომ ზუგდიდს ძალიან მალე ექნება წყალმომარაგება, რისთვისაც საჭიროზე მეტი დროც კი დახარჯეს, თუმცა შემდეგი პრობლემაა წყალნარინების სისტემა და მომავალ წელს ამ პროექტის განხორციელებაც დაიწყება. მისივე თქმით, პრობლემად რჩება შიდასასოფლო გზები, სასმელი წყალი სოფლებში, საირიგაციო წყლები, რაც უნდა მოგვარდეს.

პრემიერის განცხადებით, ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, მარტვილში ცხოვრება ზუსტად ისეთივე უნდა იყოს, როგორიც თბილისში, ბათუმში, ქუთაისშია. სხვაობა არ უნდა იყოს და შესაძლებლობებში სხვაობა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეს.

"საქართველოში ბევრი გამორჩეული კუთხეა, ყველა კუთხე გამორჩეულია თავისი ისტორიით, სილამაზით, მაგრამ არავინ მიწყენს, თუ ვიტყვი, რომ სამეგრელო გამორჩეულთა შორის გამორჩეულია. სამეგრელომ უამრავი ღირსშესანიშნაობა აჩუქა ამ ქვეყანას, სამეგრელომ აჩუქა ქვეყანას უდიდესი ადამიანები, სამეგრელომ აჩუქა ქვეყანას ისეთი ისტორიული მოვლენები, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფრის განსახიერება და თავმოყრა არის ეს სატახტო ქალაქი ზუგდიდი. ზუგდიდი არის სამეგრელოს წარმატების გასაღები. დღეს აქ, საოკუპაციო ხაზთან ასე ახლოს, ზუგდიდის და სამეგრელოს წარმატება არ არის მხოლოდ მეგრელების წარმატება, ან საქართველოს წარმატება, ეს არის აფხაზეთის წარმატება. ამან დამატებითი მუხტი უნდა მოგვცეს თითოეულ ჩვენგანს და ამაშია ის დიდი მისია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქ, ამ კუთხეში გვაკისრია", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს წარმატება განისაზღვრება პირველ რიგში მისი რეგიონების წარმატებით. ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა კი ყველაზე დიდი მიზანია, რის გარეშეც ქვეყანა სრულფასოვნად ვერ განვითარდება. ამ საბოლოო მიზნის მისაღწევად 31 ოქტომბერს გამარჯვება სჭირდებათ.

გახარია ამბობს, რომ გამარჯვებაში, მოქალაქეთა მხარდაჭერაში ეჭვი არ ეპარებათ. მან ხალხს მოუწოდა, პროვოკაციებს არ წამოეგონ და მსგავსი არაფერი მოიმოქმედონ, რაც ოდნავ მაინც ეჭვქვეშ დააყენებს ღირსეულ და სამართლიან გამარჯვებას.

"მე მესმის, რომ ჩვენთვის, ყველასთვის არ არის ბუნებრივი პირბადეეებით აქ ჯდომა და ერთმანეთთან საუბარი, მაგრამ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენი ეკონომიკის განვითარების, ჩვენი უხუცესების, ჩვენი ხანდაზმული ხალხის ჯანმრთელობის და მათი სიცოცხლის წინაშე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ელემენტარული წესების დაცვა არის პატრიოტიზმი, ეს არის ის წითელი ხაზი, რომელიც განგვასხვავებს ჩვენ იმ ხალხისგან, რომლებიც გუშინ იდგნენ ბათუმში და ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ და ასე ღირსეულად უნდა მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე. გამარჯვებას გისურვებთ!" - განაცხადა პრემიერმა და "ოცნები" სიის პირველმა ნომერმა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ფერმერები ახალი შესაძლებლობების ძიებაში
პანდემიის დროს გამოცხადებული კარანტინის გამო, ფერმერები დაზარალდნენ,
ეთნოსოფელი უცხოელი სტუმრების გარეშე
პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო მნიშვნელოვნად იზარალა
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
ფოტო
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.