ახალი ამბები
ზუგდიდი უნდა ვაქციოთ ყველაზე კომფორტულ ქალაქად - ირაკლი ჩიქოვანი
FaceBook Twitter
E-mail Print
ქართული ოცნება -დემოკრატიულმა საქართველომ" დღეს ზუგდიდში, დადიანების ეზოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი წარადგინა."ჩემთვის ეს ქალაქი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული ადგილი. ეს ქალაქი არ არის მხოლოდ პოლიტიკური პლაცდარმი, ეს არის ქალაქი სადაც მე ვიზიარებ ამ ადამიანებთან ერთად ყოველდღიურობას და სადაც ჩემთვის ყოველი კუთხე, ყოველი კუნჭული, ყოველი პრობლემა და სიხარული არის ნაცნობი.მინდა მივესალმო ჩემი გუნდის წევრებს, იმ ადამიანებს, რომელთაც საკუთარი გამოცდილებით, მოიტანეს "ქართული ოცნება" ამ არჩევნებამდე. ასევე მივესალმო იმ ადამიანებს, რომლებიც აქ არიან ჩვენი გუნდის ახალი წევრები, რომელთან ერთადაც ჩვენ ერთად უნდა ვიმუშავოთ, იმისათვის, რომ ქვეყანა იყოს წარმატებული. ერთად უნდა შევძლოთ, რომ მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს მიზანს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეს განაცხადი რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ საქართველოს სრულფასოვან წევრობაზე ევროკავშირში, ეს არის უდიდესი განაცხადი. ეს არის უმნიშვნელოვანესი მიზანი, რომელსაც ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ. ეს მიზანი და საქართველოს ევროპული პერსპექტივა არის ჩვენი უსაფრთხოების უზურუნველყოფილი ინსტიტუტი.

საერთო მიზანში ვგულისხმობ ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებს. ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მიზანი არის ჩვენთვის მშვიდობიანი მომავლის უზრუნველყოფა.

ყველამ კარგად ვიცით, რა ხდებოდა ზუგდიდში 2012 წელს, და ვხედავთ რაც ხდება დღეს 2020 წელს, აბსოლუტურად განსხვავებული საარჩევნო გარემო, ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად კამპანია ვაწარმოოთ და არა ისე როგორც თქვენ კარგად გახსოვთ, როცა ჩვენ გვიშენდნენ ქვებს. ეს არის უმთავრესი და უდიდესი მონაპოვარი. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე შევჩერდეთ, ჩვენ გვჭირდება უფრო განვითარებული და უფრო უკეთესი ზუგდიდი. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ზუგდიდი ვაქციოთ ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ ქალაქად. ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ მუნიციპალიტეტად".

კანდიდატმა დევნილებისთვის განხორციელებულ პროგრამებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებითაც უნდა გაგრძელდეს მუშაობა.

"მომავალ წელს ჩვენ შევძლებთ რომ 1000- მდე დევნილ ოჯახს გადაეცეს საცხოვრებელი სახლები. ჩემს ვალდებულებად მიმაჩნია რომ ვიზრუნო დევნილ საზოგადოებაზე და შევძო მათთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა".

ირაკლი ჩიქოვანმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებასაც გაუსვა ხაზი.

"როცა ვლაპარაკობთ ევროპულ პერპსექტივაზე, ზუსტად ამ ქალაქში არის ევროპული ფესვი, საიდანაც წარმოცენდება ევროპული მომავალი. ჩვენ გვაქვს დიდი სიმდიდრე, რომელიც არის ის სასახლეთა კომპლექსი, რომელიც არის უნიკალური ამიერკავკასიაში და რასაც ხედავთ ამ სასახლის რეაბილიტაცია ჩაატარა ფონდმა "ქართუმ". ამისათვის დიდი მადლობა ფონდ "ქართუს" და ბიძინა ივანიშვილს, თუმცა ასევე რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს ეკატერინეს სასახლეს. ჩვენ შევძლებთ და ამ სასახლეთა კომპლექსს მივანიჭებთ იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს".
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ფერმერები ახალი შესაძლებლობების ძიებაში
პანდემიის დროს გამოცხადებული კარანტინის გამო, ფერმერები დაზარალდნენ,
ეთნოსოფელი უცხოელი სტუმრების გარეშე
პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო მნიშვნელოვნად იზარალა
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
ფოტო
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.