ახალი ამბები
ამ ეტაპზე ბაზრის დახურვა არ იგეგმება - ზუგდიდის მერია
FaceBook Twitter
E-mail Print
ბაზარში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების მიუხედავად, ადგილობრივი მერია ამ ეტაპზე მის დახურვას არ აპირებს. უთხრეს "ლაივპრესს" ზუგდიდის მერიაში. მათივე თქმით, ისინი კოორდინაციაში არიან ჯანდაცვის სამინისტროს ყველა შესაბამის სამსახურთან.

მერიისვე განმარტებით, ბაზარში არსებული ის ობიექტები, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, დახურულია. ბაზრის ადმინისტრაცია კი ახდენს თანამშრომელთა თერმოსკრინინგს.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ხალხმრავალ ობიექტებზე აგრძელებს სადეზინფექციო სამუშაოებს. აგრარულ ბაზარს დეზინფექცია არაერთხელ ჩუტარდა. სამუშაობი ჩატარდება დღეს სააღამოსაც. სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდება ცენტრალური ბაზარი და მიმდებარე ტერიტორია. ბაზარში გამკაცრებულია კონტროლი და მიღებულია ყველა შესაბამისი ზომები იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს კორონავირუსის პრევენცია", - გვითხრეს მერიაში.

ბაზარი პანდემიის პირობებში, 6 აპრილს ერთხელ უკვე დაიხურა, რადგან აქ სოციალური დისტანციის და სხვა სახის დარღვევები გამოვლინდა მოქალაქეთა მხრიდან.

ზუგდიდში კორონავირუსის 48 შემთხვევა გამოვლინდა ბოლო 24 საათში. აქედან 33 ბაზარში დადასტურდა. ზუგდიდის ერთი მცხოვრები კი თერჯოლის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის სულ 17 ათას 477 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა ჯამში 8060 პირი.

გარდაცვლილია სულ 136 მოქალაქე.
Print E-mail
Twitter
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ფერმერები ახალი შესაძლებლობების ძიებაში
პანდემიის დროს გამოცხადებული კარანტინის გამო, ფერმერები დაზარალდნენ,
ეთნოსოფელი უცხოელი სტუმრების გარეშე
პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო მნიშვნელოვნად იზარალა
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
ფოტო
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.