ახალი ამბები
მესტიის სოფელ ლატალთან, წიწვოვან ტყეში ხანძარია
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის მიმდებარედ, წიწვოვან ტყეში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

მათივე ცნობით, რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძრის კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა შეძლეს და ქრობის სამუშაოებიც დაიწყო.

ასევე, სვანეთში, სოფელ დიზის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე ხანძრის ღია კერები აღარ შეინიშნება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.