ახალი ამბები
ფოთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევაა
ფოთში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სულ 104 ადგილობრივი შემთხვევიდან გამოჯანმრთელდა 33 პირი.

თვითიზოლაციაში რჩება 134 მოქალაქე.

დღეს დილისთვის ფოთში კორონავირუსის 3 შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოში კორონავირუსის სულ 17 ათას 477 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა ჯამში 8060 პირი.

გარდაცვლილია სულ 136 მოქალაქე.