კორონავირუსით ზუგდიდელი მამაკაცი გარდაიცვალა
ახალი კორონავირუსით 60 წლამდე ზუგდიდელი
მამაკაცი გარდაიცვალა. სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო
რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმიით, პაციენტი ე.წ. ოქროს ბირჟის
კლასტერია. ის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის
მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა და თანმდევი
დაავადებები ჰქონდა.
კორონავირუსით კიდევ ერთი ზუგდიდელი მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
ე.წ. უნივერმაღში, სადაც ოქროს ბირჟაა განთავსებული, კორონავირუსის შემთხვევა 22 სექტემბერს დადასტურდა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 21 208-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელდა 9003 მოქალაქე, 172 კი გარდაიცვალა.