თუ მოთხოვნები არ შესრულდება, მძევლებს დავხოცავ - შეიარაღებული პირი
"საქართველოს ბანკში" შეჭრილი პირი აცხადებს,
რომ თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდება, რისთვისაც გარკვეული დრო მისცა
სამართალდამცველებს, ის მძევლების დახოცვას დაიწყებს. შეიარაღებული
მოქალაქის სიტყვები ერთ-ერთმა მძევალმა, ი. კ-მ გაახმოვანა.
თუ როდის იწურება ვადა, "მთავარის" ჟურნალისტის კითხვის პასუხად ის ამბობს, რომ ეს თავად იციან. მანამდე ჩართვაში კი აღნიშნა, რომ ორი საათი განსაზღვრა მოთხოვნების შესასრულებლად.
"სამართალდამცველები კონტაქტზე არ გამოდიან. სატელეფონო კავშირზე არავინ არ გამოდის", - ამბობს შეიარაღებული ადამიანი.
თავად ი. კ-ს თქმით, მძევლების ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არცერ მათგანს სამედიცინო დახმარება არ სჭირდება. მისივე განმარტებით, სამართალდამცველთა შემოჭრის შემთხვევაში შედეგი ყველასთვის ფატალური იქნება.
შეირაღებული მოქალაქე ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვს. ასევე, სპეცრაზმელები და სამართალდამცველები განერიდონ ტერიტორიას და მისცენ შენობის მშვიდობიანად დატოვების შესაძლებლობა.
ამ ეტაპზე ბანკში 19 პირია. თანამშრომლების და მოქალაქეთა ნაწილმა შენობა უკვე დატოვა. ადამიანების გამოყვანის ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება, რომელიც უკვე ორ საათზე მეტია მიმდინარეობს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.