ქარტია აკრიტიკებს ზუგდიდში განვითარებული მოვლენების გაშუქებას
კარგად გვესმის, რომ საზოგადოებრივი
ინტერესი მაღალია, მაგრამ ასევე დიდია თითოეული ჟურნალისტის და
პროდიუსერის პასუხისმგებლობაც, როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს
და მასთან დაკავშირებულ რისკებს ეხება, - ზუგდიდში მიმდინარე
პროცესების გაშუქებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აშუქებს.
განცხადების ავტორთა თქმით, მედიასაშუალებების ნაწილმა დღეს პირდაპირ ეთერში აჩვენა "საქართველოს ბანკის" ფილიალში მიმდინარე საპოლიციო ოპერაცია. სიუჟეტებში ჩანდა პოლიციელთა გადადგილება, შეიარაღება, ასევე მძევლები, რომელთა სიცოცხლეც ბანკში შეჭრილი პირების მხრიდან საფრთხის ქვეშაა.
"მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტის საქმიანობით:
არ შეექმნას საფრთხე ადამიანებს;
არ შეეშალოს ხელი საპოლიციო ოპერაციებს;
არ მიეწოდოს დამნაშავეებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს კოლეგებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ პირდაპირ ეთერში კრიმინალური ისტორიის გაშუქებას და გაიაზრონ ის შედეგები, რაც შესაძლოა, გადაცემული კადრებისა და ინფორმაციის გამო დადგეს", - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ც მოუწოდებს მედიას, სპეცოპერაციის ადგილიდან პირდაპირი ჩართვები არ აწარმოოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიარაღებულ პირის შეჭრაზე შეტყობინება 14:21 წუთზე მიიღო. საქართველოს ბანკში შეიარაღებულ პირს უკვე თითქმის ოთხი საათია მძევლები ჰყავს. ის ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვს და უსაფრთხოების გარანტიას, წინააღმდეგ შემთხვევაში დატყვებვებულთა დახოცვით იმუქრება. ვადა, რაც მოთხოვნების შესასრულებლად მან სამართალდამცველებს მისცა, უკვე ამოიწურა.
ეს მოთხოვნა მან ერთ-ერთი მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას მეშვეობით გააჟღერა, რომელიც ტელეფონით პირდაპირ ჩაერთო "მთავარს".
მძევლების ნაწილის გამოყვანა მოხერხდა. ამ წუთებში შენობაში 20-მდე პირი რჩება. მათგან 4 ბანკის თანამშრომელია.