ბანკის შენობა სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე მძევალმა დატოვა
"საქართველოს ბანკი", სადაც შეიარაღებულ პირს
7 საათზე მეტია მძევლები ჰყავს, სავარაუდოდ რამდენიმე პირმა დატოვა.
"ლაივპრესის" მიერ გადაღბულ კადრებში ჩანს ორი მოქალაქე, რომლებიც
ტერიტორიას უკომენტაროდ ტოვებენ. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ
ბანკიდან გამოსული კიდევ რამდენიმე პირი სხვადასხვა მიმართულებით
გადაადგილდა.
მედიას უჭირს ადგილზე ინფორმაციის დაზუსტება, რამდენი გათავისუფლდა. კომენტარს არავინ აკეთებს ამ დროისთვის.
ზუგდიდში 7 საათზე მეტია მძევლების გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობს.
შეიარაღებული პირი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვს და უსაფრთხოების გარანტიას, წინააღმდეგ შემთხვევაში დატყვევებულთა დახოცვით იმუქრება.
ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს პრეზიდენტი და სახალხო დამცველი გამოეხმაურნენ.