როგორ ტოვებს შეიარაღებული პირი მძევლებთან ერთად ბანკს [ფოტო]
"საქართველოს ბანკში" მძევლები და
გამტაცებელი უკვე აღარ არიან. შეიარაღებულმა რამდენიმე პირთან ერთად
დატოვა პერიმეტრი, დანარჩენი მოქალაქეები კი გაათავისუფლა. მას,
როგორც ერთ-ერთმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ დაწერა ფეისბუკზე,
პოლიციამ ფული მიუტანა. რა მიმართულებით წავიდა ის, უცნობია.
შენობის დატოვების ფოტოებს, ფოტოგრაფი ლევან გაბეჩავა ავრცელებს.
ბანკის ზუგდიდის ფილიალში 8 საათზე მეტია მძევლების გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობდა.
შეიარაღებული პირი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა და უსაფრთხოების გარანტიას, წინააღმდეგ შემთხვევაში დატყვევებულთა დახოცვით იმუქრებოდა.