ახალი ამბები
დაპირისპირება მოხდა „ქართული მარშის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს შორის [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში, "ევროპული საქართველოს" ოფისთან, ამავე პარტიის წევრებს და "ქართული მარშის" წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. მარშის ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატ გიგი უგულავასთან შეხვედრას ითხოვდა. ამბობდა, რომ მასთან საუბარი სურს. შიხიაშვილის თქმით, უგულავა აგრძელებს ისეთივე ქმედებებს, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს თანაგუნდელებთან ერთად. ის უგულავასგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა იმის გამო, რომ გუშინ, ქალაქის ცენტრში მათ კანდიდატს დაარტყეს.

თავად გიგი უგულავა შტაბში არ იმყოფებოდა. მას შტაბის ხელმძღვანელი ბათლომე შელია შეხვდა. მისი თქმით, შიხიაშვილი პრორუსი ადამიანია.

შიხიაშვილის თქმით კი, ეროვნული ძალა არიან, და თუ მართლმადიდებლობა და ეროვნულობა ვინმეს პრორუსობა გონია, საავადმყოფოში უნდა იმკურნალოს. მან თქვა, რომ მხოლოდ უგულავასთან უნდოდა შეხვედრა და შტაბის სხვა წევრებთან სალაპარაკო არაფერი ჰქონდა.

მარშის წარმომადგენელი შტაბში ერთი საათის წინაც იმყოფებოდა და დაიბარა, რომ გიგი უგულავასთან სასაუბროდ დაბრუნდებოდა.

ირაკლი შიხიაშვილმა შტაბის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვა. ის შეძახილებით "წადი" გააცილეს.

შიხიაშვილის "ევროპული საქართველოს" ოფისში მისვლამდე, ჟუნრალისტებისთვის ბრიფინგი გამართა შტაბის ხელმძღვანელმა ბათლომე შელიამ.

"შიხიაშვილი და მისი ბანდა, რომლებიც არიან პუტინისტური მოძრაობის წარმოდგენლები, ვერასოდეს ვერც ჩვენ და ვერც სხვას ვერ შეუშლის ხელს საქართველოში რომ ნორმალური საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდეს, მანადე იყო მოსული შიხიაშვილი და დაგვიბარა, რომ 1 საათში მოვიდოდა და გიგი უგულავასთან საქმე ჰქონდა გასარჩევი, პირდაპირ ქუჩაში გარჩევი რეჟიმში ვართ. ეს ყველაფერი მოდის მათი გუშინდელი პროვოკაციული ქმედებებიდან, გუშინ ისინი ცდილობდნენ ჩვენთვის ხელი შეეშალათ, როცა ვცდილობთ თანაგვეგრძნო მათთვის, ვინც იყვნენ დაკავებულები, ამ ფონზე, ჩამოვიდნენ თბილისიდან, დაგვიანონსეს მოვარდნა", - განაცხადა ბათლომე შელიამ.

"ქართული მარშის" და "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატები ერთმანეთს გუშინ დაუპირისპირდნენ, როცა მძევლების გათავისუფლების მოლოდინში იყვნენ ქალაქი ცენტრში შეკრებილები. დაპირისპირება მოჰყვა გაბედავას სიტყვებს, რომ ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, რომელიც ტელეკომპანია "მთავარს" ჩაერთო მძევლის სახელით, გიგი უგულავას ზონდერია. დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მცდელობა იყო ფიზიკური დაპირისპირების, თუმცა სამართალდამცავებმა ვითარება განმუხტეს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.