ახალი ამბები
ირაკლი ოქრუაშვილმა ზუგდიდში მხარდაჭერა გიგი უგულავას გამოუცხადა
FaceBook Twitter
E-mail Print
"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს ზუგდიდში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გიგი უგულავას და მის მხარდამჭერებს შეხვდა.

ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ის არჩევნებში გიგი უგულავას დაუჭერს მხარს.

"მე მინდა მას დავუჭირო მხარი და ამისთვის მაქვს რამდენიმე მიზეზი, პირველი ის, რომ ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა მთელი ჩვენი ქვეყნის დაპრივატება, ჯიბეში ჩადება, ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასუსტება, კრიმინალთან ხელშეკრულების დადება და მათთვის ხელისუფლების გაყოფა, სიღარიბის გაზრდა, ჩვენი თანამოქალაქეების ქვეყნიდან გამგზავრება ლუკმაპურის საშოვნელად. ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით. ეს არის განსაკუთრებული მიზეზი, რის გამოც მე გიგის მხარს ვუჭერ. ორივე ერთად აღმოვჩნდით ციხეში, მარტივი მიზეზის გამო, ბატონმა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ სასამართლო, ქვეყანაც მას ეკუთვნის, პოლიტიკური პარტიებიც მას უნდა ეკუთვნოდეს, და საზოგადოება არაფერ კრიტიკულს არ უნდა გამოთქვამდეს და ეს ასე არ იქნება, ჩვენ გვინდა ცვლილება ჩვენს ქვეყანაში. ცვლილება უკთესობისკენ", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" კანდიდატის გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა საბოლოო შედეგზე აუცილებლად აისახება

"ჩვენ ერთად შევძლებთ გამარჯვებას, დარწმუნებული ვარ რომ მხარდაჭერა თავის შედეგს გამოიღებს, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მოხრე, რომ ერთიანი მაჟორიტარი ყოფილიყო, სამწუხაროდ, ზოგ ოლქებში ეს მოხერხდა, ზოგან ვერა, მაგრამ საბოლოო ჯამში 31 ოქტომბერს, ყველა ერთად ვიზეიმებთ "ქართუკლ ოცნებაზე" გამარჯვებას", - განაცადა გიგი უგულავამ.

მანამდე, მას "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმაც გამოუცხადა მხარდაჭერა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს იმ კლინიკების სიას,
17:41 / 04.12.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს იმ კლინიკების სიას,
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ზუგდიდში
16:30 / 04.12.2020
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან
გამყრელიძის განცხადებით,
12:48 / 04.12.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით,
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,
12:43 / 04.12.2020
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,
ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ბიზნესი
კორონავირუსის პანდემიამ არაერთი ბიზნესი, მათ შორის რესტორნებიც დააზარალა.
ბებია-ბაბუა, რომლებმაც კოვიდი დაამარცხეს [ვიდეო]
კორონავირუსი დაამარცხა 86 წლის ლევან ქავთარაძემ
ფისო და ბავშვები - ონლაინ გაკვეთილი დაწყებით კლასში [ვიდეო]
ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის გამოვლენის გამო
აქტიურები ყველა არჩევნებზე [ვიდეო]
75 წლის ზურაბ ნორაკიძე და 83 წლის ზაირა ნაჭყებია აქტიური
ფოტო
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.