ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჩატარებული კომპლექსური
საგამოძიებო-ოპერატიული
და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღური თავდასხმაში მონაწილე
დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენტიფიცირებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებს და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის ადგილსამყოფელის დადგენის და მისი
დაკავების მიზნით სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება.
21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებულმა პირმა ბანკის ანამშრომლები მძევლად აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა და უსაფრთხოების გარანტიას, წინააღმდეგ შემთხვევაში დატყვევებულთა დახოცვით იმუქრებოდა. მძევლების გათავისუფლების ოპერაცია 8 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. თავდამსხმელმა შენობა 3 მძევალთან ერთად დატოვა, მათ შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ გალდავა. შეიარაღებული პირი დაკავებული არ არის.