ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში პოლიციის შენობა კომენტარის გარეშე დატოვა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდი
კომენტარის გარეში დატოვა.
ის დღეს სამხარეო პოლიცის შენობაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
სავარაუდოდ, მისი ვიზიტი "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმას უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ ყაჩაღური თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენტიფიცირებულია.
21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებულმა პირმა ბანკის ანამშრომლები მძევლად აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა და უსაფრთხოების გარანტიას, წინააღმდეგ შემთხვევაში დატყვევებულთა დახოცვით იმუქრებოდა. მძევლების გათავისუფლების ოპერაცია 8 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. თავდამსხმელმა შენობა 3 მძევალთან ერთად დატოვა, მათ შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ გალდავა. შეიარაღებული პირი დაკავებული არ არის.