პირველი, რაც მოკლა ივანიშვილმა, ლაზიკის პროექტია. პირველი, რაც გაცოცხლდება ლაზიკაა - სააკაშვილი ზუგდიდელებს
გამარჯობა ჩქიმ არძაშ უმოსო მონატრებულ
ხალხი (გამარჯობა ჩემო ყველაზე მონატრებულო ხალხო) , - ამ სიტყვებით
მიესალმა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში
შეკრებილ მხარდამჭერებს. მისი მიმართვის ნაწილი ბიძინა ივანიშვილს და
მოქმედ ხელისუფლებას, ნაწილი კი დაპირებებს შეეხო, რომლის
განხორციელებასაც გამარჯვების შემდეგ გეგმავს. ამ გეგმის მთავარი
აქცენტი, სააკაშვილის თქმით ლაზიკას პროექტია.
ყოფილი პრეზიდენტის სიტყვებით, მართალია ქვეყნის განვითარება დაიწყეს ბათუმით, სიღნაღიტ, თბილისით, მაგრამ მისი პრეზიდენტობის მთავარი პროექტი დაწყებული და შემონახული ჰქონდათ სწორედ სამეგრელოსთვის - ქალაქი ლაზიკა, რომელიც გააძლიერებდა არამარტო ზუგდიდს, არამედ იქნებოდა საქართველოს მთავარი ეკონომიკური ცენტრი, ფანჯარა ევროპაში და მსოფლიოში, მოქალაქეთა კეთილდღეობის გარანტი.
"პირველი, რაც მოკლა ივანიშვილმა და რუსეთმა, არის ლაზიკის პროექტი. პირველი, რაც გაცოცხლდება ჩვენი მტრების ჯინაზე, იქნება ბრწყვინვალე ქალაქი, ზუგდიდის და სამეგრელოს გაგრძელება, საქართველოს გვირგვინი ლაზიკა, რომლის მშენებლობა განახლდება პირველივე დღეს, როცა ახალი მთავრობა შევა ხელისუფლებაში და იქნება პარლამენტის მიერ დამტკიცებული.
რა თქმა უნდა, ივანიშვილი ემზადება გაყალბებისთვის. ჩვენ ვემზადებით ამ გაყალბების შესაჩერებლად და დიდი გამარჯვებისთვის. მინდა ვუთხრა ივანიშვილს - შე უდღეურო, ხელი არ წაგიცდეს გაყალბებაზე, შენი ქურდული ხელი ქართველი ხალხის თავისუფლების მოპარვაზე, იმიტომ, რომ იცოდე, თუ აქამდე მზად ვართ ყველაფერი გაპატიოთ, მე პირადად მზად ვართ ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ, ოღონდ გვერდზე გაიწიოთ, ამ დანაშაულს საქართველო არასდროს არ გაპატიებს. შეხედე კარგად ზუგდიდს და დაიმახსოვრე, ხუთ დღეში წყნარად ჩაჩოჩდები ხელისუფლებიდან. ეს არის ბოლო გაფრთხილება ზუგდიდიდან, ბოლო გაფრთხილება საქართველოს სახელით", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტის თქმით, ქვეყნის მტრებს დღემდე ეზიზღებათ სამეგრელო, რადგან ეს განსაკუთრებული რეგიონია, რომელიც ისტორიაში ვერცერთმა უზურპატორმა ვერ შეძლო გაეტეხა, მონებად ექცია. სააკაშვილისვე განმარტებით, სამაგიეროდ, სამეგრელო არის ყველა თავისუფლების მოყვარე ადამიანის ბოლო და მთავარი იმედი. მან ისაუბრა უმუშევრობის პრობლემის დაძლევასა და ემიგრანტების დაბრუნების აუცილებლობაზე.
"ღამღამობით მესიზმრება ჩემი ლაზიკა, ჩემი ანაკლია, ჩემი ზუგდიდი, ჩემი წალენჯიხა, ჩემი სოხუმი, ყველა.
მზად ხართ თუ არა იმისთვის, რომ ევროპის ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყნის ყველაზე სწრაფად განვითარებადი რეგიონის მაცხოვრებლები გახდეთ? საქართველო ისევ ძალიან სწრაფი ტემპით წავა წინ. ჩემი ოცნების საქართველო, ნამდვილი ქართული ოცნების საქართველო არის ქვეყანა, სადაც ცხოვრობს მინიმუმ 7 მილიონი ადამიანი", - აღნიშნა ექსპრეზიდენტმა.
მანვე აღნიშნა, რომ რევანში და შურისძიება მათი გამარჯვების შემთხვევაში არ იქნება, რადგან წყენის დავიწყება აუცილებელია. სააკაშვილის თქმით, 31 ოქტომბერს ემზადებიან დიდი ქართული სასწაულისთვის, რომლის გვირგვინი იქნება სამეგრელო, რაც, როგორც განმარტა, მისი ცხოვრების მთავარი ამბიციაა - სამეგრელო და მერე აფხაზეთი.
მხარდამჭერებს პარტიის ცენტრალურმა და ადგილობრივმა ლიდერებმაც მიმართეს და აღნიშნეს, რამდენიმე დღეში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად უნდა დასრულდეს და ქვეყნის რეალური განვითარება დაიწყოს.