ახალი ამბები
აფხაზური ენის დაცვა ვალდებულებასთან ერთად, ჩვენი ერთიანობის სიმბოლოა - შერიგების სამინისტრო
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში აფხაზური ენის დღეს ულოცავს მთლიანად საქართველოს, განსაკუთრებით მათ, ვისთვისაც ეს ენა მშობლიური ენაა და ვისთვისაც აფხაზური ენისა და კულტურის შენარჩუნება მნიშვნელოვანი ღირებულებაა.

ამავე განცხადებით, ქართულთან ერთად, აფხაზური სახელმწიფო ენაა და მას საქართველოს კონსტიტუცია იცავს.

"აფხაზური ენის დაცვა და განვითარება, აფხაზური კულტურისა და იდენტობის შენარჩუნების გზაა, რაც კონსტიტუციურ ვალდებულებასთან ერთად, აფხაზურ საზოგადოებასთან ჩვენი ერთიანობის სიმბოლოა და შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრინციპს წარმოადგენს.

აფხაზურ ენას, დღესდღეობით, განსაკუთრებულად სჭირდება გაფრთხილება იმ ვითარების ფონზე, რომელიც აფხაზეთის რეგიონშია შექმნილი: რუსეთის ოკუპაციის და მიმდინარე რუსიფიკაციის პირობებში, სამწუხაროდ, აფხაზური ენა გაქრობის სერიოზული საფრთხის წინაშეა. მისი გადარჩენისა და განვითარებისკენ მიმართულია საქართველოს ხელისუფლების, ისევე როგორც აკადემიური, სამეცნიერო, კულტურული წრეების ძალისხმევა, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

დღეს შექმნილია კვლევითი ინსტიტუტები, აფხაზურ ენაზე გამოიცემა ლიტერატურული ნაწარმოებები, დაწყებითი და ზოგადი, ისევე როგორც უმაღლესი განათლების დონეზე გახსნილია აფხაზური ენის და კულტურის შესწავლის ახალი შესაძლებლობები.

აღნიშნული მიზნის გარშემო საჭიროა საზოგადოების შემდგომი გაერთიანება, რაც უნიკალური აფხაზური ენის შენარჩუნებას და უფრო ფართო პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

აფხაზურ საზოგადოებასთან ჩვენ გვაკავშირებს ერთიანი ისტორია და კულტურა, რომლის შენარჩუნება და განვითარება არის ერთიან, ძლიერ ქვეყანაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

აფხაზური ენის დღე ყოველწლიურად 27 ოქტომბერს აღინიშნება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.