ახალი ამბები
ზუგდიდელი ძალოსანი ნათია გადელია საქართველოს ჩემპიონია
ზუგდიდელმა ნათია გადელიამ საქართველოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ჩემპიონატზე, რომელიც დუშეთში მიმდინარეობს 89 კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ზუგდიდელი იკა ჭიჭინაძე.

ნათია გადელია ზუგდიდის სოფელ რიყის მცხოვრებია. ქვეყნის ჩემპიონი 17 წლამდელთა შორის უკვე იყო. ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე 20 წლამდე სპორტსმენთა შორის მესამე ადგილიც დაიკავა. ევროპის ჩემპიონატზე მეექვსე ადგილის მფლობელი გახდა. არის რამდენიმე ტურნირის გამარჯვებულიც