ეს არ არის ფორმატი, რომელიც საჭიროებს დაკვირვებას - ზუგდიდის საოლქოს თავმჯდომარე ოქმების განხილვაზე
ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განცხადებით,
კომისიის შენობაში მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები არ დაუშვეს
იმ მიზეზით, რომ შეხვედრის ფორმატი ამას არ ითვალისწიებდა.
"ეს არის სამუშაო შეხვედრა ოლქსა და კომისიის შემადგენლობას შორის, ამიტომ აღარ მოგეცათ აქ დაკვირვების საშუალება. მოკვლეული ახსნა განმარტებების საფუძველზე იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით კომისიას აქვს ამისი უფლებამოსილება, საოლქო კომისია ბეჭდით ამოწმებს კომიიის გადაწყვეტილებას ახსნა - განმარტებების საფუძველზე. ეს არ არის ის ფორმატი, რომელიც საჭიროებს დაკვირვებას, თქვენ რომ ხელმძღვანელობას სამუშაო შეხვედრაზე ხვდებით, ითვალისწინებს საჯარო დაკვირვებას"?- განუცხადა ჟურნალისტებს მირანდა მესხმა.
გუშინ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების არ შეუშვეს.
საოლქო კომისის წევრმა "ევროპული საქართველოდან" ბესიკ დონაძემ გვითხრა, რომ არის რამდენიმე ოქმი, სადაც ოპოზიციის მონაცემი არასწორად არის ჩაწერილი. უნდა ყოფილიყო მეტი და დაიწერა ნაკლები. შესაბამისად, მოხდა ოქმების შესწორება.
მისი ინფორმაციით, მსგავსი პრობლება 16-მდე უბანზე დაფიქსირდა. მომდევნო სხდომაზე ამ უბნების ხელახლა გადათვლას მოითხოვენ. დონაძისვე თქმით, ამდენი ახსნა-განმარტებების გაკეთება საუბნო კომისიების მხრიდან გამოიწვია მათმა არაკომპეტენტურობამ.