ახალი ამბები
არ დაკმაყოფილდა ოპოზიციის საჩივარი 46-ე უბანზე გადასატანი ყუთის შედეგების გაბათილებაზე
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნების დღეს დაწერილი 23 საჩივრიდან 6 განიხილეს. აქედან ერთ-ერთის, 46-ე საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის შედეგის გაბათილების საკითხის განხილვას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხსა და „ევროპული საქართველოდან“ კომისიის წევრ ბესიკ დონაძეს შორის.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა საოლქო საარჩევნო კომისიამ.

ბესიკ დონაძე თვლის, რომ ამ გადაწყვეტილებით კომისიამ კამერების წინ, ღიად გააყალბა არჩევნები. როგორც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი განმარტავს, გადასატანი ყუთის სიაში მყოფი ერთ-ერთი ხანდაზმული ამომრჩეველის ნაცვლად, საუბნო კომისიის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, თანაც ისე, რომ ამ ადამიანთან სახლში არც ყოფილან.

„46-ე უბანზე კომისიის წევრები არ მისულან ამომრჩეველთან, ბიულეტენები ჩაყარეს თვითონ. იმავე დღეს ქალბატონი თალიკო ჯიჭონაია (ამომრჩეველი) აცხადებდა, რომ მასთან გადასატანი ყუთი არ მისულა. იმავე დღეს ამ ქალზე განხორცილედა ზეწოლა, რის შემდეგადაც მოგვიწია პოლიციის გამოძახება მის სახლში. ხოლო მეორე დღეს კომისიის წევრი, ვინც მანამდე არ მისულა მასთან, მიდის და აკეთებენ თალიკოს ვიდეო გამოკითხვას, რომ თითქოს მან მიიღო მონაწილეობა“, - განაცხადა ბესიკ დონაძემ, რომელიც საჩივრების განხილვის პროცესს სრულად არ დასწრებია. მან სხდომა პროტესტის ნიშნად მირანდა მესხთან დაპირისპირებისას დატოვა.

თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ 46-ე უბნის გადასატანი ყუთით კანონის დაცვით ისარგებლა 48 ამომრჩეველმა. მისივე სიტყვებით, რადგან უბანზევე იყო პრეტენზიები გადასატან ყუთთან დაკავშირებით, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება გაეხსნა ის და დაეთვალა ბიულეტენები.

„ჩვენ მოვისმინეთ იმ ადამიანის პოზიცია, რომ მან მიიღო გადასატანი ყუთით არჩევნებში მონაწილეობა, რომ მიუვიდა ყუთი და სწორედ ამ საფუძვლებიდან გამომდინარე დაეთვალა“, - განაცხადა მირანდა მესხმა. ის არ იზიარებს ოპოზიციის არცერთ ბრალდებას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.

გარდა გადასატანი ყუთისა, ერთ-ერთი საჩივარი შეეხებოდა 89-ე უბნის თავმჯდომარისთვის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. 12 საჩივარი დარჩა განუხილველი, რადგან მათზე რეაგირება დამდგარი იყო უბანზევე.

ზუგდიდი იმ ოლქებს შორის არის სადაც მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართება. წინასწარი მონაცემებით, 31 ოქტომბერს გამართულ კენჭისყრაზე "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ჩიქოვანმა ხმათა 48, 20%, ხოლო ენმ-ის კანდიდატმა მალხაზ ჯალაღონიამ 36, 96% მოიპოვეს.

პროპორციული სიით, წინასწარი მონაცემებით პარტია “ქართულმა ოცნებამ” 46, 47%, ხოლო ენმ-მ 38, 48% მიიღეს.

მასალაში გამოყენებულია ლევან გაბეჩავას ფოტო საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომიდან.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მოსკოვში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, 109+წონით კატეგორიაში, ლაშა
18:51 / 11.04.2021
მოსკოვში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, 109+წონით კატეგორიაში, ლაშა
მოსკოვში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, 109+წონით კატეგორიაში,
18:30 / 11.04.2021
მოსკოვში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, 109+წონით კატეგორიაში,
ვიდეო
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.