პრეზიდენტმა და პრემიერმა ჯო ბაიდენს გამარჯვება მიულოცეს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა
გიორგი გახარიამ აშშ-ის ახალ არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და
ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.
„ქართველი ხალხის სახელით გამარჯვებას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს და საქართველოს დიდი ხნის მეგობარ ჯო ბაიდენსა და არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. ველით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას“, - დაწერა გიორგი გახარიამ „ტვიტერის“ გვერდზე.
სალომე ზურაბიშვილმა, მილოცვის ტექტი ასევე „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.
„საქართველოს, კავკასიის რეგიონსა და მსოფლიოს სჭირდება თავისუფალი, ძლიერი და დემოკრატიული ამერიკა.
მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობას, რათა ჩვენი ორი ქვეყნის თანამშრომლობა და კავშირები კიდევ უფრო გავამყაროთ და გავაღრმავოთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი პერსონალურად ულოცავს ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, როგორც აშშ-ის ისტორიაში პირველ ვიცე-პრეზიდენტ ქალს და უსურვებს წარმატებებს.