ახალი ამბები
სხვა გზა ფიზიკურად ვერ ექნებოდა პოლიციას - მდინარაძე წყლის ჭავლის გამოყენებაზე
FaceBook Twitter
E-mail Print
გაფრთხილება ხდება, როდესაც არის დაშლის წინაპირობა, თუმცა მყისიერი თავდასხმა არ არის. თავდასხმის დროს გაფრთხილება ვერ ხდება და ვერ მოხდება ვერსად, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ. ასე უპასუხა მან შეკითხვას - რატომ არ მოხდა ცესკო-ს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების გაფრთხილება წყლის ჭავლის გამოყენებაზე.

„ამაზე ძალიან მარტივი განმარტებაა, როგორც იურისტმაც შემიძლია გიპასუხოთ ამ კითხვაზე, თუ რატომ არ გააფრთხილეს წინასწარ ის ადამიანები, რომლებიც ცესკო-ს შენობაში ცდილობდნენ შეჭრას. ჩვენ ვნახეთ კადრები, როდესაც ისინი ღობეს ანგრევდნენ, ამ ღობეზე ფეხით დახტოდნენ და ქვებს ესროდნენ პოლიციელებს. ასეთ დროს, მსოფლიოში, არცერთ განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში გაფრთხილება ვერც ესწრება და არც ხდება. დავუშვათ, როდესაც თქვენ თავს დამესხმებით, ამ შემთხვევაში მე გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, ეს არის მარტივი იურიდიული კაზუსი.

გაფრთხილება ხდება, როდესაც არის დაშლის წინაპირობა, თუმცა მყისიერი თავდასხმა არ არის. თავდასხმის დროს გაფრთხილება ვერ ხდება და ვერ მოხდება ვერსად. როდესაც უშუალოდ ხდება ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება და გარკვეული მოქმედებები, რაც მყისიერ საფრთხეს ქმნის, რომ რომელიმე შენობაში, სტრატეგიულ ობიექტში ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტში, არ შეიჭრან ადამიანები, ამ დროს გაფრთხილება ვერ ხერხდება და ამას უშვებს კანონმდებლობაც იმგვარად, როგორც ეს მოხდა. როდესაც ჩვენ დღეს ვნახეთ კადრები და ვნახეთ, რაშიც იყო საქმე, სხვა გზა ფიზიკურად ვერ ექნებოდა პოლიციას, რომ არა, ასევე მყისიერი საპასუხო და პროპორციული რეაგირება“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცესკოს წინ, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებს არ ცნობენ და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ცესკოს განახლებული შემადგენლობის პირობებში ითხოვენ. აქცია სადაც დედაქალაქის მცხოვრებლების პარალელურად მონაწილეობას იღებენ რეგიონებიდან საგანგებოდ ჩასული მოქალაქეები, 15:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა. შეკრებილებმა ცესკოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას მიმართვის შემდეგ გადაინაცვლეს. ისინი ცესკოს წინ აღმართული ჯებირების გარღვევას ცდილობდნენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
23:42 / 16.08.2022
"ენგურჰესს" ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს,
ზუგდიდელი ძალოსანი, საქართველოს ნაკრების წევრი ირაკლი ვეკუა ევროპის
ჩემპიონია. პოლონეთში მიმდინარე
18:20 / 16.08.2022
ზუგდიდელი ძალოსანი, საქართველოს ნაკრების წევრი ირაკლი ვეკუა ევროპის ჩემპიონია. პოლონეთში მიმდინარე
პოლონეთში მიმდინარე 15 და 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე,
დღეს
13:58 / 16.08.2022
პოლონეთში მიმდინარე 15 და 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, დღეს
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.