არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით,
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 21
ნოემბერს გაიმართება. ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი
შარაბიძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ მოუსმინა ყველა
სუბიექტს, მათ შორის ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას საჩივრებთან
დაკავშირებით და მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი სხდომა მიმდინარეობდა კანონის პროცედურების სრული დაცვით, თუმცა ადგილი ჰქონდა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე მის წევრებზე ზეწოლის მცდელობას, ასევე გარკვეულწილად მუქარის შემცველ განცხადებებსაც. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ცესკო ახორციელებს კანონით დადგენილ უფლებამოსილებებს. დღეს ცესკო-მ დანიშნა მეორე ტურები, რომელიც გაიმართება კანონით დადგენილ ვადაში, მიმდინარე წლის 21 ნოემბერს",-განაცხადა გიორგი შარაბიძემ.
მანამდე ცესკოში, შემაჯამებელი სხდომა 13 ნოემბერს დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ხათუნა გოგორიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციის წარმომადგენელი ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა. სხდომის პარალელურად ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქციაც მიმდინარეობდა, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერებმა ჩალა მიიტანეს, იმის ნიშნად, „რომ ეს ქვეყანა ჩალით არ არის დაფარული.
ზუგდიდი იმ ოლქებს შორის არის სადაც არჩევნების მეორე ტური გაიმართება.