ახალი ამბები
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი კორონავირუსით გარდაიცვალა
ქალაქ ზუგდიდის მერიის ააიპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის“ დირექტორი ნინელი ჭითანავა თბილისში, საავადმყოფო „მედიქალ სითიში“ გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა დადასტურებული. ინფორმაცია „ლაივპრესს“ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. თავდაპირველად პაციენტი რუხის საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ თბილისში გადაიყვანეს.

ნინელი ჭითანავა 72 წლის იყო. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეს.