ახალი ამბები
კორონავირუსი და კვება - რა უნდა გავითვალისწინოთ ციტრუსის მიღებისას
FaceBook Twitter
E-mail Print
Covid-19-თან, ისევე როგორც სხვა ვირუსებთან ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმუნური სისტემის გაძლიერებას. ამ თემაზე საუბარი ეპიდსიტუაციის გაუარესების პარალელურად კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ვრცელდება ცნობები, თითქოს Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევაში განსაკუთრებით სასარგებლოა ციტრუსის, ასევე ჯანჯაფილის და ნივრის მიღება. შეგხვდებათ მოსაზრებები, რომ ბანანი ხელს უწყობს სისხლის შესქელებას და ამიტომაც მისი მიღება არ არის რეკომენდირებული კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, რათა ხელი არ შევუწყოთ თრომბოემბოლიის განვითარებას. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და რა ოდენობით უნდა მივიღოთ ჩამოთვლილი პროდუქტები, ამ თემაზე ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას ვესაუბრეთ.

მისი სიტყვებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში ცხოვრების წესს, რომელშიც იგულისხმება: ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და სწორი ძილი, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. როგორც ენდოკრინოლოგი ამბობს, აღნიშნული რეკომენდაცია მოწოდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

„სწორი კვების პრინციპებში მოისაზრება ბალანსირებული რაციონალური კვება, რომლის პრინციპი გახლავთ ორგანიზმში შევიდეს ყველა სახის მიკრო-მაკრო ელემენტი, ვიტამინები, ცხიმები, ცილები და ნახშირწყლები. რაც შეეხება კონკრეტულად ციტრუსის მიღებას, რა თქმა უნდა ამ სეზონე მნიშვნელოვანია მისი მიღება, მასში არსებული C ვიტამინის გამო, თუმცა ყველა პროდუქტს დღის განმავლობაში აქვს მისი დოზირება. ხილი დღის რაციონში უნდა იყოს 0,5 კგ. შესაბამისად ციტრუსიც დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს ამ ნორმას...

ლიმნის მიღება აქტუალურია დღესდღეობით და რა თქმა უნდა ეს მოსაზრება (რომ ის ათხელებს სისხლს) აზრს მოკლებული არ არის. თუმცა აქვე უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის სამკურნალო საშუალება, ეს არის პრევენციული ღონისძიება, როგორც იმუნური სისტემის მუშაობისთვის, ასევე სისხლის კოაგულაციისათვის (გათხელებისთვის), თუმცა ლიმნის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება. ამიტომ დღის განმავლობაში მისი რაოდენობა არის 1 ც. ასევე უნდა გავითვალისწინოთ მიღების წესი - უმჯობესია 1 ც ლიმონი ჩავწუროთ 1,5-2 ლიტრ წყალში და სწორედ ეს წყალი უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში“, - ამბობს „ლაივპრესთან“ საუბარში ლაშა უჩავა.

ენდოკრინოლოგი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ასევე სასარგებლოა იმუნიტეტისთვის ჯანჯაფილის, ლიმნის და წყლის კომბინაცია. ლაშა უჩავას სიტყვებით, ეს ნაზავი ხელს უწყობს წონის კორექციასაც, რაც ასევე მნიშვნელოვანია პანდემიიის პირობებში, რადგან ჭარბი წონა და სიმსუქნე ერთ-ერთი მაღალი რისკ ფაქტორია ინფიცირების დროს.

რაც შეეხება გვრცელებულ ცნობებს ბანანის მავნებლობაზე, ლაშა უჩავას სიტყვებით, ბანანში არსებული შაქრის შემცველობა ხელს უწყობს სისხლის შედედების ფაქტორს და სისხლი ხდება უფრო მეტად ბლანტი, მაგრამ მისივე სიტყვებით, აქაც როგორც სხვა პროდუქტების მიღების დროს დოზირებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ანუ დღის განმავლობაში შეგვიძლია მივიღოტთ 1 ცალი ბანანი, რადგან მასში შემავლი კალიუმი და მაგნიუმი ხელს უწყობს გულის კუნთის აქტიურ მუშაობას.

„რაც შეეხება ნიორს, მასში შემავალი ნივთიერებები-ანტიოქსიდანტები, რომელიც იცავს ჯანმრთელ უჯრედებს მავნე ზემოქმედებისგან და ასევე აძლიერებს იმუნური სისტემის მუშაობას, მნიშვნელოვანია ზამთრის სეზონზე და განსაკუთრებით პანდემიის პირობებში. თუმცა მისი დღიური რეკომენდირებული დოზა გახლავთ 2-3 კბილი, რადგან არ მოხდეს ნაღვლის ბუშტის გაღიზიანება, რომელიც სხვადასხვა სიმპტომატიკით შეიძლება განვითარდეს“, - თქვა ლაშა უჩავამ.

ენდოკრინოლოგი ასევე გვირჩევს წყლის სწორად მიღებას - წონის მიხედვით დღიური ნორმის განსაზღვრას (ჩვენი წონა უნდა გავამრავლოთ 0,033-ზე. მიღებული ციფრი გახლავთ წყლის რაოდენობის დღიური ნორმა); დღეში 4-5 ჯერ დაბალანსებულ კვებას, რომლის შემადგენლობაში უნდა იყოს სასარგებლო პროდუქტები: ხორცი, თევზი, ბოსტნეული, ხილი და რძის პროდუქტები. უნდა შევზღუდოთ ტკბილი და მარილიანი საკვების მიღება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.