ახალი ამბები
სახელწოდება შევარჩიე, როგორც მსახიობმა - „არტ შაურმის“ მფლობელი
FaceBook Twitter
E-mail Print
ყოფილი კულტურის სახლი, სადაც დროებით ზუგდიდის თეატრია განთავსებული და სადაც საშაურმე „არტ შაურმა“ გაიხსნა, მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. მერიამ ის ერთი წლით იჯარით გასცა კერძო პირზე.

სწრაფი კვების ობიექტი, რომლის სახელწოდებაც სოციალურ ქსელში ხუმრობის საგანი გახდა, 3 დღის წინ გახსნა თეატრის მსახიობმა მალხაზ მესხიამ. სწორედ ის გახდა მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებული და ყოფილ კულტურის სახლში 8,27 კვადრატული მეტრის ფართი 1 წლის ვადით, იჯარით აიღო.

ის „ლაივპრესთან“ საუბრში აცხადებს, რომ ობიექტი კანონის სრული დაცვით გახსნა და სახელწოდება „არტ შაურმა“, „როგორც კულტურასთან დაახლოებულმა“ პირმა და მსახიობმა თავად შეარჩია. მისთვის გაუგებარია რატომ გახდა სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის ობიექტის სახელწოდება საქილიკო.

„მე როგორც თეატრში მომუშავე ადამინი, როგორც მსახიობი და კულტურასთან დაახლოებული ადამიანი, აქედან გამომდინარე დავარქვი მას (საშაურმეს) „არტ შაურმა“. ეს ერთი, მეორე - როგორც ძველი კულტურის სახლი, რომელიც არის კულტურის, ანუ არტი, კულტურა ეს სახელები ერთმანეთთან კავშირში რომ არის, აქედან გამომდინარეც არტ დავარქვი და არ დამირქმევია მაგალითად, ვიღაც მალხაზის სახელი „მალხაზის შაურმა“ და რაღაც“, - ამბობს მსახიობი.

მისივე თქმით, სადაც ამდენი კრიტიკაა, იქ კარგი საქმეც უნდა აღინიშნოს. მაგალითად ის, რომ კვების ობიექტის მოწყობის პარალელურად მოაწესრიგა მიმდებარე ტერიტორია. მანვე აღნიშნა, რომ დასაქმებული ჰყავს 4 ადამიანი და არის კეთლსინდისიერი გადამხდელი.

„მე სასიკეთო რაღაცას ვაკეთებ სხვისთვის, ჩემთვისაც და თუნდაც სახელმწიფოსთვის. ის რომ ახლა დავსხდეთ, ტელეფონები დავიჭიროთ, დამცინავი სმაილები ვწეროთ და ვითომ დამცინავი, ცუდი კომენტარები დავწეროთ, ცოტა არ იყოს გულდასაწყვეტია“, - განმარტავს მალხაზ მესხია.

რაც შეეხება ნიღბის ნახატს რაც დატანილია ობიექტის ფასადზე სახელწოდების პარალელურად, მალხაზ მესხია ამბობს, რომ ეს არ არის თეატრალური ნიღაბი.

ზუგდიდის მერიის პრესსამსახურში „ლაივპრესს“ განუმარტეს, რომ შენობა, რომელიც არის მუნიციპალიტეტის ბალანსზე, უკვე აღარ არის კულტურის სახლი და თეატრი აქ მხოლოდ დროებით არის განთავსებული, რომელიც მალე ახალ შენობაში გადავა.

„მოიჯარეს უფლება აქვს ნებისმიერი საქმიანობა განახორციელოს, რაც კანონით არის დაშვებული“, - განმარტეს მერიაში.

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი გამოეხმურა, შენობაში სადაც ის დრეოებით ფუნქციონირებს საშაურმე „არტ შაურმის“ გახსნის ფაქტს. განცხადებაში, რომელიც თეატრის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია რომ სწრაფი კვების ობიექტთან თეატრს კავშირი არ აქვს:

„თეატრი სრულიად ემიჯნება არსებულ „ობიექტს“ და მასთან არავითარი მორალური, იურიდიული თუ ფინანსური კავშირი არ გააჩნია! მეტიც, თეატრის დანიშნულების სპეციფიკიდან გამომდინარე, სიტყვიერი მოლაპარაკების მიუხედავად, „ობიექტმა“ ფუნქციონირება მაინც დაიწყო".

ცნობისთვის, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი სამუშაოდ ყოფილ კულტურის სახლში 2017 წელს გადავიდა. თეატრის შენობა, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო, 2018 წელს დაანგრიეს და მის ნაცვლად ახალი შენდება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.