საია 102-ე უბანზე თავმჯდომარისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზუგდიდის 102-ე საარჩევნო
უბნის თავმჯდომარისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას
ითხოვს. საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელ ჯემალ ჭკადუას
განცხადებით, უბანზე დარღვევა დაფიქსირდა წილისყრის დროს, როცა
გადასატანი ყუთის წამღები პირები გამოვლინდნენ და ერთ-ერთმა უარი თქვა
მოვალეობის შესრულებაზე, რაზეც სათანადო რეაგირება არ მოუხდენია
თავმჯდომარეს.

„წილისყრის შედეგად გამოვლინდა 2 პიროვნება, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი თეა შონია და მარინა ქარდავა, რომელიც არის ოლქის მიერ დანიშნული პირი. შესაბამისად, აღნიშნულ პირებს სააარჩევნო კოდექსის თანახმად, სრული უფლებამოსილება ჰქონდათ განეხორციელებინათ ის მოვალეობა, რაც შეხვდათ წილისყრით... თუმცა ამ შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარემ გადაწყვიტა ერთ-ერთი დაეტოვებინა, რადგან მისი თქმით, კომისიის ეს წევრი იყო გამოცდილი რეგისტრატორი და სჭირდებოდა ადგილზე რეგისტრატორად. ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, მათ ეს ფუნქციები არ შეასრულებინა და განაგრძო სხვა პროცედურა. მას წილისყრა მაინც უნდა ჩაეტარებინა, გამოევლინა პირი, ვინც შეასრულებდა ამ ფუნქციას“, - განაცხადა ჯემალ ჭკადუამ.
მისივე თქმით, სწორედ მას შემდეგ დაიწერა საჩივარი. ჯემალ ჭკადუა ასევე გამოეხმაურა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კომენტარს, რომ რეალურდ 102-ე უბანზე დარღვევა არ ყოფილა.
მირანდა მესხის სიტყევბით, გადასატანი ყუთების წამღებ პირებად როცა ვლინდება ერთი საარჩევნო სუბიექტიდან ორი წამღები პირი, ურთიერთშეთანხების საფუძველზე უბანზე რჩება ერთ-ერთი.
ჯემალ ჭკადუას სიტყვებით, ოლქის თავმჯდომრე აბსოლუტურად სწორს განმარტავს, როცა სუბრობს ერთი სუბიქეტიდან ორი პირის გამოვლენაზე, თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ის განმარტავს, ასე არ ყოფილა:

„102-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. არცერთი გამოვლენილი პირი არ იყო ერთი სუბიექტის, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. ერთი იყო ოლქიდან დ მეორე იყო, „პატრიოტთა ალინსიდან“, - განმარტავს ჯემალ ჭკდუა.
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის ერთი საჩივარი ფიქსირდება, რომელიც საიამ 102-ე უბანზე დაწერა.
საქართველოს მასშტაბით 17 მაჟორიტარულ ოლქში, მათ შორის ზუგდიდში, არჩევნების მეორე ტური ტარდება.