ბოიკოტის მიუხედავად, ზუგდიდში ენმ-ის კანდიდატს 27 უბნის მონაცემით 511 ხმა აქვს
27 უბნის მიხედვით, ცესკოს
წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურში ზუგდიდში, "ქართული ოცნების"
მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ლიდერობს. მას ამ დროისთვის
7 360 ხმა აქვს. მის კონკურენტ მალხაზ ჯალაღონიას კი "ერთიანი
ნაციონალური მოძრაობიდან", 511 ხმა.
მიუხედავად იმისა, რომ ენმ-მ ბოიკოტი გამოუცხადა მეორე ტურს, ხმების გარკვეული რაოდენობა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა მაინც მიიღო. მათ შორის მე-14 უბანზე მხარდაჭერა 60-მა მოქალაქემ გამოუცხადა, 35-ე უბანზე კი 40-მა ამომრჩეველმა.
მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ირაკლი ჩიქოვანმა დამაჯერებლად გაიმარჯვა.
ოპოზიცია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე და კვლავ ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს.