ახალი ამბები
ზუგდიდელებმა უფრო დიდი რაოდენობით დაგვიჭირეს მხარი, ვიდრე პირველ ტურში - ჩიქოვანი
FaceBook Twitter
E-mail Print
"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებსდა განაცხადა, რომ ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

"მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ყველა ზუგდიდელს, რომელმაც მხარი დამიჭირა, მოვიდა მეორე ტურში და მომცა მათი წარმოდგენის მანდატი. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ზუგდიდელებმა უფრო დიდი რაოდენობით დაგვიჭირა მხარი, ვიდრე პირველ ტურში და ეს ჩემთვის უდიდესი პატივისცემაა. ჩემს უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს, რომ მე ვიყო მთლიანად ზუგდიდის, თითოეული ზუგდიდელის კეთილსინდისიერი ხმა პარლამენტში. ეს არის ჩემთვის უდიდესი პატივი, უდიდესი პასუხისმგებლობა და გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ზუგდიდელებს.

რაც შეეხება ამომრჩეველთა დაბალ აქტივობას, ე.წ. თავისი ეფექტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამ, ადამიანებმა ვინც მხარი დაგვიჭირეს პირველ ტურში, ვინაც მოგვცეს საშუალება პოროპორციული წესით ვყოფილიყავი წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, პირველ რიგში უნდა ვცეთ მათ პატივი. ამავდროულად ჩემს ვალდებულებას წარმოადგენს იმ ათობით ათასი ზუგდიდელის წარმომადგენელი ვიყო საქართველოს პარლამენტში, რა თქმა უნდა, გარკვეული ეფექტიც აქვს იმ ვითარებას რაც დღეს ქვეყანაშია პანდემიის თვალსაზრისით.
ყველამ უნდა მოვინდომოთ ახლა და უნდა გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს წინაშეა.

ხელი შევუწყოთ ჩვენი ქალაქის კიდევ უფრო მეტ განვითარებას, შევინარჩუნოთ განვითარების ის დინამიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს, მეორეს მხრივ მაქსიმალურად დავეხმაროთ დევნილ ოჯახებს და აღმოფხვრათ მათი საცხოვრისით უზრუნველყოფის პრობლემა, მესამე, კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური აქტივობა, იმ კონკრეტული პროგრამების, სუბსიდიების მეშვეობით რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, და ჩვენ უნდა გავზარდოთ მნიშვნელოვან წილად ზუგდიდის ტურისტული პოტენციალი. ეს არის მთავარი პრიორიტეტები, რომლის განხორციელბა შეუძლებელი იქნება გუნდის მხარდაჭერის გარეშე. ქართული ოცნების გუნდს აქვს ბევრი გეგმა, რომელიც მიმართულია საზოგადოების და მოქლაქეების კეთილდღეობაზე და სახელმწიფოს განვითარებაზე.

21 ნოემბერს, საქართველოში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდა. რადგან 31 ოქტომბერს, მაჟორიტარობის კანდიდატებმა ვერ მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 50%+1 ხმა.

ზუგდიდში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანია, მეორე ადგილზე გასულმა ენმ-ის წარმომადგენელმა, მალხაზ ჯალაღონიამ კი არჩევნებს თანაგუნდელების მსგავსად ბოიკოტი გამოუცხადა, თუმცა ბიულეტენში ის მაინც იყო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ზუგდიდში
16:30 / 04.12.2020
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან
გამყრელიძის განცხადებით,
12:48 / 04.12.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით,
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,
12:43 / 04.12.2020
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,
ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ბიზნესი
კორონავირუსის პანდემიამ არაერთი ბიზნესი, მათ შორის რესტორნებიც დააზარალა.
ბებია-ბაბუა, რომლებმაც კოვიდი დაამარცხეს [ვიდეო]
კორონავირუსი დაამარცხა 86 წლის ლევან ქავთარაძემ
ფისო და ბავშვები - ონლაინ გაკვეთილი დაწყებით კლასში [ვიდეო]
ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის გამოვლენის გამო
აქტიურები ყველა არჩევნებზე [ვიდეო]
75 წლის ზურაბ ნორაკიძე და 83 წლის ზაირა ნაჭყებია აქტიური
ფოტო
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.